x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცოლი, ქმარი, საყვარელი და იდეალური ურთიერთობები

image


ბუტიკში კარგად ჩაცმული და მოვლილი ახალგაზრდა ქალი შევიდა, ოდნავ მელოტ, ასე 50 წლის, არასპორტული გარეგნობის მამაკაცთან ერთად. კაცს ხელზე ოქროს საათი ეკეთა. ხოლო თითზე, – ისეთივე საქორწინო ბეჭედი, როგორიც ქალს. — ე.ი. ქმარი იყო. მას სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, როგორიც უნდა ჰქონდეს მაღაზიაში კაცს, რომელშიც ყველაფერი მხოლოდ ქალებისთვის იყიდება. ქალმა ყველაზე ძვირადღირებული კაბა აირჩია, დიდხანს იზომავდა და თან სიამოვნებისგან კვნესოდა. ქმარს მალე მოსწყინდა მეუღლის საქციელი და კაბა უყიდა, რომელიც 3 000 დოლარი ღირდა!

მეორე დღეს, იგივე ბუტიკში, იგივე ქალი, უკვე სხვა მამაკაცთან ერთად შევიდა. ამჯერად, მისი პარტნიორი ახალგაზრდა, მაღალი, სპორტული აღნაგობის, საუკეთესოდ ჩაცმული მამაკაცი იყო და მასაც ქორწინების ბეჭედი ეკეთა. მაგრამ, – განსხვავებული...

ქალმა ზუსტად ისეთი კაბას აიღო, როგორიც წინა დღეს და ისევ ჩაიცვა. გამყიდველები დისციპლინირებულები იყვნენ და არაფერი შეიმჩნიეს. ქალი ისევ ისე მოიქცა. თუმცა, უფრო ხმამაღლა და დამაჯერებლად კვნესოდა. მამაკაცი დიდხანს ორჭოფობდა... ბოლოს, მაინც “გატყდა" და კაბაში 3 ათასი დოლარი გადაიხადა. ქალმა, მოჭარბებული მადლიერების გრძნობით და ბედნიერებისგან გაბადრული სახით, მას ტუჩებში კოცა და წყვილი წავიდა.
მესამე დღეს, იგივე ქალი, ბუტიკში მარტო შევიდა და ორიდან, ერთ კაბა უკან დააბრუნა.

P.S. ქმარი დარწმუნებულია, რომ კაბა მან უყიდა. ამაში დარწმუნებულია საყვარელიც... და არანაირი კითხვები და ეჭვიანობა! ხოლო ქალს, სამი ათასი დოლარი და უმშვენიერეს კაბა დარჩა.

imageimageimage

არხის სხვა სიახლეები:


ანეკდოტები და ფრაზები კარგი განწყობისთვის


რა ხდებოდა ოსმალეთის სულთნის ჰარემში? – რეალური ფაქტები

კაცმა ერთდროულად მეუღლე და ძვირადღირებული ავტომობილი დაკარგა... და რომელი უფრო ადარდებდა?


20 უცნაური და საინტერესო ისტორიული ფაქტი


10 მნიშვნელოვანი ფაქტი ალკოჰოლის შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ


30 სასაცილო და საინტერესო ფოტო, გუნება–განწყობის ასამაღლებლად


ფოტოშოპის გარეშე: ფოტოები სერიიდან – «Вау, ნუთუ ეს მართლა იყო?»

0
225
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0