x
მეტი
  • 19.10.2021
  • სტატია:115074
  • ვიდეო:354145
  • სურათი:488933
იცით თუ არა რომ ...
image
იცით თუ არა, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის მმართველი 11 სექტემბრის ტერაქტს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ პირველად წაიყვანა შვილი საბავშვო ბაღში?
კიდევ ერთი ადამიანი გადარჩა იმიტომ, რომ მისი ჯერი იყო ფუნთუშები მოეტანა.
ერთ-ერთი ქალს დააგვიანდა სამსახურში, რადგან მისმა მაღვიძარამ თავის დროზე არ დარეკა.
ვიღაცამ დააგვიანა, რადგან საცობში მოყვა ნიუ-ჯერსის მაგისტრალზე.
ერთ-ერთმა გადარჩენილმა დააგვიანა ავტობუსზე.
ერთმა ქალმა კი ყავა გადაისხა ტანსაცმელზე და გამოცვლაში დაკარგა დრო.
ვიღაცას მანქანა გაუფუჭდა, ვიღაცას კი სატელეფონო ზარზე პასუხის გამო მოუწია უკან დაბრუნება.
ვიღაცის ბავშვი ჩვეულებრივზე უფრო ნელა ემზადებოდა და იცვამდა ტანსაცმელს, ვიღაცამ კი უბრალოდ ტაქსის დაჭერა ვერ მოახერხა.
რამაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, იყო მამაკაცი, რომელსაც იმ დღეს პირველად ეცვა ახალი ფეხსაცმელი, სამსახურში მისვლამდე ფეხსაცმელმა ფეხი ატკინა და აფთიაქში შეყოვნდა, რათა ლეიკოპლასტირი ეყიდა, აი ამიტომ არის ის ახლა ცოცხალი.
ახლა, როცა მე საცობში ვხვდები, ლიფტი გამასწრებს, ან ტელეფონის ასაღებად სახლში ვბრუნდები… როცა ასეთი წვრილმანები ხდება, რომლებიც ასე ძალიან მაღიზიანებდა ხოლმე, ჩემს თავს ვეუბნები, რომ ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც ღმერთს სურს რომ ამ მომენტში ვიყო.
შემდეგში, როცა თქვენ იფიქრებთ, რომ დილა ცუდად დაიწყო, ბავშვები ზანტად ემზადებიან, თქვენ ვერ პოულობთ მანქანის გასაღებს და ყველა წითელზე გიწევთ შუქნიშანთან დგომა, ნუ გაბრაზდებით და ნუ გამოხვალთ მწყობრიდან, რადგან შესაძლოა ღმერთი გიფრთხილდებათ ასე...
ერთმა გენიალურმა ადამიანმა მითხრა, ნონა თიგიშვილმა (მასწავლებელმა)... "უფლის ნების გარეშე ციდან არც ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდებაო"...და უამრავი მიზეზი მაქვს მახსოვდეს, მჯეროდეს და ვიყო მშვიდად, როცა რაიმე გაუთვალისწინებელი ხდება ჩემი და ჩემი ახლობლების გარშემო...
0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0