x
image
ირინა მ.
საინტერესო ფაქტები კაზინოს და აზარტული თამაშების ისტორიიდან

image


კაზინო ადგილია, სადაც ადამიანი თავის ბედს სცდის, აზარტს შეიგრძნობს და შედეგად ან მოიგებს, ან წააგებს, მაგრამ ალბათ უფრო მეორე... თვითონ კაზინოს ისტორია კი ბევრ საინტერესო ფაქტს შეიცავს.


პირველი სათამაშო ავტომატი ავტოსახელოსნოში დადგეს


პირველი სათამაშო ავტომატი გამოიგონა ჩარლზ ფეიმ 1895 წელს და ეს ლას-ვეგასში არ იყო. გამომგონებელმა მას "თავისუფლების ზარი" უწოდა. იგი განთავსებული იყო მისივე სახელოსნოში, სან-ფრანცისკოში. სანამ ჩარლზი მანქანის შეკეთებით იყო დაკავებული, კლიენტებს შეეძლოთ ეთამაშათ. ამ გამოგონების შესახებ შეიტყვეს კაზინოების მფლობელებმა და მალე მათაც დაიწყეს მსგავსი ავტომატების გამოყენება, რათა მათ კიენტებს არ მოეწყინათ, სანამ სათამაშო მაგიდა განთავისუფლდებოდა.


image


პირველი ლიცენზია კაზონოს გახსნაზე ლას-ვეგასში ქალბატონმა მიიღო


სტოკერი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც მიიღო პირველი ნებართვა კაზინოს გახსნაზე 1920 წელს. დაწესებულებას Northern Club ეწოდებოდა. იმ დროისთვის სტოკერი საკმაოდ ცნობილი ადამიანი იყო, სამაგალითო მოქალაქედ და კარგ დედად ითვლებოდა და მასზე ხშირად წერდნენ გაზეთებში. ლას-ვეგასში იმ დროს ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ხუთი თამაში: სტად-პოკერი, ბრიჯი, 500, დრო-პოკერი და ლოუბოლ-პოკერი.


image


პირველი სენდვიჩი კაზინოში გაჩნდა


გრაფი ჯონ მონტეგიუ (ლონდონელი მინისტრი 1718-1792წწ., მოთამაშე) იმდენად აზარტული მოთამაშე იყო, რომ თამაშს სადილის შემთხვევაშიც არ წყვეტდა. ერთხელ მოსთხოვა მსახურს მოეტანა მისთვის ხორცი ორ პურის ნაჭერს შორის. ასე მოხერხებული იყო, შეეძლო ერთდროულად ეთამაშა და ესადილა.


image


ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელიც ავტომატების მფლობელებს ეხმარება მილიონების გამომუშავებაში.


მილის წინადადებით, სათამაშო ავტომეტების ეკრანების ზომა გაზარდეს, ყველა მოთამაშეს რომ დაენახა, თუ რამდენად ახლოს იყო ის მოგებასთნ. როცა ადამიანი ხედავს, რომ სულ ცოტა აკლდა მოგებამდე, ეს რა თქმა უნდა ინტერესს უღვივებს და სჯერა, რომ შემდეგ ჯერზე აუცილებლად გაიმარჯვებს. შედეგად იზრდება დრო, რომელსაც ავტომატთან ატარებს, ამასთან ერთად იზრდება მოგებაც...მაგრამ ხშირად არა მოთამაშის.



image


მონაკოს მოქალაქეებს უფლება არ აქვთ კაზინო Monte Carlo-ში ითამაშონ


განთქმულ კაზინო Monte Carlo სამოთხეა აზარტული მოთამაშეებისთვის, იმ შემთხვევაში თუ ის ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის. პრინცესა კაროლინამ, 1800-იან წლებში აუკრძალა მონაკოს მოქალაქეებს კაზინოში გართობა, დაჟინებით მოითხოვა რომ კაზინოდან შემოსავალი მხოლოდ უცხოელებისგან უნდა ყოფილიყო. მონაკოს მოქალაქეები არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს, მას კაზინოებიდან შემოსავალი ფარავს.


image


რულეტკის ციფრების ჯამი 666 შეადგენს


აზარტული თამაშები და ცრურწმენა ახლოსაა ერთმანეთთან. გასაკვირი არ არის, რომ ცნობილ აზარტულ მოთამაშეებს მისტიკურ ნიჭს მიაწერენ. რაც შეეხება რულეტკას, თუ მასზე გამოსახულ ციფრებს დავაჯამებთ, ციფრს 666 მივიღებთ.


image


არისტოტელეს რჩევები კოჭებით თამაშის დროს


ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი, არისტოტელე აზარტული თამაშების მოყვარული იყო. მას განსაკუთრებით კოჭებით თამაში იზიდავდა. მან ტრაქტატიც დაწერა, რომელშიც ის მსოფლიო წესრიგის იდეას დაუკავშირა. არისტოტელემ დაწერა რიგი პრაქტიკული რეკომენდაციებისა, თუ როგორ უნდა გავზარდოთ მოგების შანსი კოჭებით ფულზე თამაშის დროს.


image





იხილეთ შემდეგი:





ამ ადამიანებმა თავის თავზე საშიში ექსპერიმენტები ჩაატარეს, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს

image


დუბაი-ოქროს ქალაქი

image


ექვსი საოცარი ფაქტი სხვადასხვა სფეროდან

image


ასეთი რესტორნების არსებობა რთული დასაჯერებელია

image

საოცნებო ვაკანსიები

image


სასტუმროს თანამშრომლების შოკისმომგვრელი აღიარებები

image


8 ხრიკი, რომელსაც მიმტანები იყენებენ. ეს უნდა იცოდეთ

image


9 მითი ალკოჰოლის შესახებ

image


პოპულარული მცდარი აზრები ნუდიზმზე. აკრძალულია თუ არა ნუდიზმი? (18+)

image

კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს

image






0
415
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
415