x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საზამთროთი მასობრივ მოწამვლას მოსკოვში ბებია-შვილიშვილი ემსხვერპლა
image

მოსკოვში, 10 სექტემბერს მთელი ოჯახი - 15 წლის გოგონა, დედა და ბებია - საავადმყოფოში გადაიყვანეს საზამთროს ჭამის შემდეგ. როგორც გაირკვა ოჯახმა საზამთრო სუპერმარკეტ "მაგნიტში" შეიძინა .პენსიონერი და მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც ცოტა ხანში დაიღუპნენ . დედის გადარჩენა მოხერხდა.მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.


სულ მალე ამავე სოვხოზნის ქუჩიდან, სადაც ცხოვრობდა გარდაცვლილი ბებია-შვილიშვილი საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა კიდევ რამდენიმე ადამიანი, სამი გოგონა-12, 17 და 26 წლის და კიდევ სოვხოზნის ქუჩაზე მდებარე სხვა სახლის ორი მაცხოვრებელი, 55 და 62 წლის ქალები. ყველა ჰოსპიტალიზებულ პაციენტს აღენიშნებოდა მოწამვლის ნიშნები.


ერთ-ერთა ქალმა საზამთრო შეიძინა ორი დღის წინ, მაგრამ არა "მაგნიტში", არამედ მაღაზია "პიატროჩკაში". დაზარალებულმა ბაღჩეული შეჭამა წინა დღეს, 10 სექტემბერს, ხოლო 11 სექტემბრის დილით მას დაეწყო მოწამვლის სიმპტომები. სულ რაღაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ცხრა ადამიანი გადაიყვანეს მოსკოვში სოვხოზნაიას ქუჩიდან მოწამვლის ნიშნებით.



მაღაზია "მაგნიტში" არკვევენ ინციდენტის გარემოებებს და ატარებენ შიდა შემოწმებას.


საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით "მომსახურების გაწევა, რომელიც არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს და რამაც დაუდევრობის შედეგად გამოწვია ადამიანის გარდაცვალება".ინციდენტს იძიებს ასევე "როსპოტრებნაზორი".


ექიმმა-ტოქსიკოლოგმა ევგენი ტიმაკოვმა დაასახელა მოსკოველთა საზამთროთი მასობრივი მოწამვლის მიზეზი . REN TV– სთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ორი ვარიანტი არსებობს: საზამათრო ან უზომო რაოდენობით ქიმური დანამატებით იყო სავსე ან შესაძლოა ადამიანები საცალო ქსელის კონკურენტების მიერ საქონლის განზრახ მოწამვლის მსხვერპლი შეიქმნენ.


ექიმის თქმით, საზამთროს შესაძლოა სოკოვანი ინფექციაც შეეხო. ”ჩვენ უნდა შევხედოთ რა პირობებში გაიზარდა ბაღჩეული, რა სასუქები იქნა გამოყენებული. საზამთრო არის ბაღჩეული კულტურა, რომელიც ყველაფერს ისრუტავს ნიადაგიდან, როგორც კარგს, ასევე ცუდს. თუ მიწა ზედმეტად არის გაჯერებული სასუქებით, მაშინ საზამთრო შთანთქავს ყველაფერს: მიკროელემენტებს, მძიმე მეტალებს, ქიმიკატებს, ისინი უბრალოდ დიდი რაოდენობით გროვდება ფესვებში, ” - თქვა ტიმაკოვმა და დასძინა, რომ ვინც დააგემოვნებს ასეთ ნაყოფს, შესაძლოა ღვიძლის ფუნქცია მოეშალოს და დაუზიანდეს ცენტრალური ნერვული სისტემა.


მისივე თქმით, აუცილებელია შემოწმდეს, მოყვანის წინ რით დამუშავდა მიწა და რატომ არ გაიარა ნაყოფმა ხარისხის კონტროლი. ექიმმა აღნიშნა, რომ მოწამლული საზამთროს გემო არ განსხვავდება ჩვეულებრივისგან, ამიტომ ყიდვის წინ აუცილებელია ნაყოფის მთლიანობის შემოწმება: თუ ბაღჩეულის ცალი გვერდი გაცრეცილია, მაღალი რისკია, რომ ტოქსინებს შეიცავდეს.


ტიმაკოვმა ასევე არ გამორიცხა საბოტაჟი. მისი ვარაუდით, ბიზნეს კონკურენტები შესაძლოა რაღაც მომწამვლელი ნივთიერება შეაშხაპუნეს ნაყოფში.

0
279
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0