x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
15 შემაძრწუნებელი ფოტოსურათი, რომელთა უკანაც საშინელი ისტორია იმალება

image
წარმოგიდგენთ რეალურ ისტორიებს ფოტოსურათებით, რომლებმაც თავის დროზე საზოგადოება შეძრა:

“ყველაზე ლამაზი თვითმკვლელობა"

სწორედ ასე შერაცხა ფოტოგრაფმა რობერტ უაილსმა ეს ფოტოსურათი. ფოტოზე ეველინ მაკჰეილია გამოსახული, ქალი ემპაირ სთრით ბილდინგის ცათამბრჯენუდან გადმოხტა და სამთავრებო ლიმუზინს დაეცა. თვითმკვლელობამდე ის ქმარს დაშორდა და დატოვა წერილ, სადაც ეწერა : “ის ჩემს გარეშე უკეთესად იქნება, კარგი ცოლი ვერავისთვის გავხდი".image

რეგინა ქეი უოლტერსი

14 წლის რეგინა ქეი უოლტერსის ეს ფოტო გადაღებულია სერიული მკვლელის რობერტ ბენ როადსის მიერ, მკვლელი მოგვიანებით დაიჭირეს მანქანის მართვისას, რომელსაც საწამებელი კამერა ჰქონდა მიბმული. ამ ფოტოს გადაღებამდე როუდსმა შეჭრა თმა მსხვერპლს და აიძულა ჩაეცვა კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, შემდეგ კი მოკლა ბეღელში მოკლა.image

ტაილერ ჰედლი

17 წლის ტაილერს სახლში წვეულების გამართვა სურდა, მაგრამ მისი მშობლები სახლში იყვნენ. სწორედ ამიტომ, ბიჭმა ისინი ჩაქუჩით მკლა, ცხედრები დამალა, სახლი მიალაგა და სტუმრები მოიწვია. ეს ფოტოსურათი მშობლების მკვლელობის შემდეგაა გადაღებული, მის მარცხნივ კი დგას მეგობარი, რომელსაც თავისი დანაშაულის შესახებ უამბო.image

კევინ კარტერის ფოტოსურათი

სამხრეთ აფრიკელმა ფოტოგრაფმა კევინ კარტერმა ეს შემაძრწუნებელი ფოტო სუდანში გადაიღო 1993 წელს შიმშილის დროს. ფოტოზე გამოსახულია პატარა, მომაკვდავი ბავშვი, რომელსაც სიარული აღარ შეუძლია და კვების გადანაწილების ცენტრისკენ მიღოღავს. მის უკან კი სვავი ელოდება “თავის წილს". კარტერი ბავშვებს ვერ მიუახლოვდა დაინფიცირების შიშის გამო, მაგრამ გადაღებული ფოტოსურათისთვის პულიცერის პრემია მიიღო. პრემიის მიღებიდან 3 თვის შემდეგ, კარტერმა მძიმე მოგონებებს ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.image

ტრევის ალექსანდრი

ტრევისის ეს უკანასკნელი ფოტოსურათი მისმა შეყვარებულმა, ჯოდი არიასმა გადაიღო მისივე სახლში. მამაკაცის სხეული 5 დღის შემდეგ ნახეს სააბაზანოში 27 ჭრილობით, ტყვიით თავში და გამოჭრილი ყელით.image

“ზეციური კარიბჭის კულტი"

1997 წლის 26 მარტს, ამ კულტის 39-მა მიმდევარმა თავი მოიკლა იმის რწმენით, რომ მათი სული კომეტა ჰეილ-ბოპს კოსმოსურ ხომალდზე გადავიდოდა. კულტის ლიდერმა მარშალ ეპლვაითმა ისინი დაარწმუნა, რომ მალე დედამიწას უცხიპლანეტელები “გაასუფთავებდნენ" და ამიტომ ეს სამყარო უნდა დაეტოვებინათ.image

ბლანშ მონიე

ბლანშ მონიე 24 წლის განმავლობაში ერთ ოთახსი იყო გამოკეტილი და თავის ექსკრემენტებში ცხოვრობდა, 24 წელი მას მზის სინათლეც კი არ უნახავს. გოგონა 1901 წელს ნახეს პოლიციელებმა, როდესაც ვიღაცამ მისი ადგილსამყოფელის შესახებ შეატყობინა მათ.image

რეინალდო დაგსა

ფილიპინელმა პოლიტიკოსმა რეინალდო დაგსმა თავის ოჯახს ეს ფოტოსურათი გადაუღო, კადრში ჩანს მისი მკვლელიც. ის მანქანის ქურდი არმოჩნდა, რომელიც ერთ დროს დაგსამ ციხეში ჩასვა.image

ერების ტაძარი

ამერიკელმა მქადაგებელმა ჯიმ ჯონსმა დააარსა რელიგიური მოძრაობა "ერების ტაძარი", რომელიც ისტორიაში შევიდა ყველაზე მასიური თვითმკვლელობით. კულტის 918 მიმდევარმა თავი მოიკლა ციანიდით.image

დინ კორლი

დინ კორლს მეტსახელად Lollipop ეწოდა იმისთვის, რომ გამუდმებით ურიგებდა კანფეტებს მეზობელ ბავშვებს. ის იყო ერთ -ერთი ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი ისტორიაში. 1970–1973 წლებში კორლმა გააუპატიურა და მოკლა სულ მცირე 28 ბიჭი. მას ჰყავდა ორი თანამზრახველი, რომელთაგან ერთ-ერთმა საბოლოოდ ესროლა მას და მოკლა. ეს სურათი აღმოჩნდა მის პირად ნივთებს შორის. ამ ფოტოზე აღბეჭდილი ბიჭი არ უპოვნიათ, რაც გვაფიქრებინებს, რომ მანიაკს 28-ზე მეტი მსხვერპლი ჰყავდა.image

ჯონ ლენონი და მისი მკვლელი მარკ დევიდ ჩეპმენი

ჩეპმენმა მოკლა ლენონი ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე საათში. როდესაც ჩეპმენს ჰკითხეს, რატომ გააკეთა ეს, მან უპასუხა: "ვფიქრობდი, რომ მის დიდებას მოვიპოვებდი".image

მასობრივი მკვლელობა სკოლა კოლუმბაინში

ეს სურათი გადაღებულია კოლუმბაინის საშუალო სკოლაში მკვლელობამდე ორი კვირით ადრე, რომლის დროსაც 12 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დახვრიტეს. ზედა მარცხენა კუთხეში შეგიძლიათ ნახოთ ორი სკოლის მოსწავლე, რომლებიც სროლის იმიტაციას აკეთებენ. ბევრი ამ ჟესტს საშინელ წინასწარმეტყველებად მიიჩნევს.image

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაღებული ფოტოსურათი გაზის კამერაში. პოლონეთი.image

ტერაქტი ომაში

ეს ფოტო გადაღებულია ჩრდილოეთ ირლანდიაში ომას ტერაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე. ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩადებული იყო წითელ მანქანაში, რომელსაც ამ სურათზე ხედავთ. ირლანდიის ნამდვილი რესპუბლიკური არმიის მიერ ორგანიზებულმა აფეთქებამ 29 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ფოტოზე აღბეჭდილი მამა -შვილი გადარჩა.image

მოგზაური კრისტოფერ მაკკენდლესი

უკანასკნელი ავტოპორტრეტი გადაღებული კრისტოფერ მაკკენდლესის მიერ ალასკას დაუსახლებელ ნაწილში გამგზავრებამდე. ამ სურათის გადაღებიდან მალევე მონადირეებმა მიტოვებულ ავტობუსში იპოვეს მაკანდლესის ცხედარი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოგზაური შხამიანი მცენარის ფესვით მოიწამლა.image















0
763
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
763
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0