x
მეტი
  • 17.10.2021
  • სტატია:115027
  • ვიდეო:354126
  • სურათი:488889
გოგონა ამტკიცებს,რომ სამსახურში არ იღებენ ზედმეტად მიმზიდველი გარეგნობის გამო
image

ამერიკელი ინსტაგრამ-მოდელი წუწუნებს იმის გამო, რომ ვერ შოულობს სამსახურს ზედმეტად სექსუალური გარეგნობის გამო. გოგონას ისტორიას გამოცემა Mirror-ი აქვეყნებს


32 წლის ემი კრუპსი( (Amy Krupps) მუშაობდა პედაგოგად, ასწავლიდა ისტორიას 13-14 წლის ბავშვებს ჩრდილოეთ კაროლინას სკოლაში, მაგრამ იძულებული გახდდა დაეტოვებინა სამსახური, როდესაც სკოლამ გაარკვია, რომ მას ჰქონდა აკაუნტი გახსნილი OnlyFans პლატფორმაზე. ახალგაზრდა ქალის თქმით, მას შემდეგ მან ვეღარ შეძლო "ნორმალური" სამუშაოს პოვნა, რადგან როდესაც მორიგ სამსახურში გასაუბრებაზე მიდის, მამაკაცები მას ძალზე მაცდურად და სექსუალურად თვლიან და უარს ეუბნებიან.

image


”სექსუალობა ჩემთვის ყოველთვის პრობლემა იყო. მე იმდენად დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში, რომ ეს აშინებს ბიჭებს, რომლებიც ჩემთან დიალოგს იწყებენ. ჩემი თანდასწრებით ისინი ოფლიანდებიან, ნერვიულობენ და წითლდებიან. ” - აღიარა კრუპსმა.


იმისდა მიუხედავად, რომ გოგონას მოსწონს OnlyFans– ისთვის ურცხვი კადრების გადაღება და ამისთვის ანაზღაურებასაც ღებულობს, მას მაინც სურს სერიოზული და მუდმივი სამსახურის შოვნა.

image

”ახლახან შევეცადე სამსახური მეშოვნა ავტოსალონში. ერთ -ერთი მექანიკოსი, როდესაც კლიენტის "მერსედესს "მართავდა, მე მომაშტერდა და საბოლოოდ ავტოფარეხის კარს შეეჯახა, ” - აღნიშნა მოდელმა.


კრუპსმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მკერდის ზომა საკმაოდ შთამბეჭდავი აქვს, მომავლაში აპირებს მის ზომაში გაზრდას, მაგრამ თან იმაზე წუხს, რომ ამის შემდეგ სამსახურის პოვნა კიდევ უფრო გაუჭირდება.


”დროდადრო იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ხალხი ჩემ გარეგნობაზე მსჯელობს. მე საკმაოდ ჭკვიანი და განათლებული ვარ, მრავალი წელი ვასწავლიდი, მაგრამ მამაკაცები მსუნაგად მხოლოდ ჩემს წვრილ წელს, სავსე მკერდს და ხორციან ტუჩებს უყურებენ ”

imageimage

ინგლისელი შარლოტა როუზი ესექსიდან ოცნებობდა გამხდარიყო ვეტერინარი და უნივერსიტეტშიც კი ჩააბარა, მაგრამ სწავლა ერთი წლით გადადო, რადგან იმ მომენტში გოგონას პოლიციაში კინოლოგად მუშაობა შესთავაზეს და დათანხმდ ა კიდეც, თუმცა ერთი წლის შემდეგ შარლოტამ მიატოვა თავისი საქმიანობა და

OnlyFans ვებსაიტზე დარეგისტრირდა.

შავგვრემანმა ლამაზმანმა თვეში 150 ათასი ფუნტი სტერლინგის გამომუშავება დაიწყო და სწრაფადვე გახდა მილიონერი.

0
269
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0