x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
რომის პაპმა პატიმრებს ციხეში 15 000 პორცია ნაყინი გაუგზავნა

ვატიკანის ცნობით, რომის პაპმა ფრანცისკმა იტალიელ პატიმრებს 15 000 პორცია ნაყინი, უფრო სწორედ ჟელატო გაუგზავნა სიცხესთან გაამკლავებლად. ასე ეხმარება წმინდა საყდარი იტალიაში რეკორდული სიცხის გამო დატანჯულ ხალხს.image

პაპის საქველმოქმედო ოფისმა ამგვარად აუწყა ხალხს, რომ ისინი ზაფხულშიც მუშაობენ და შვებულება არ აქვთ. მათ ტონობით ნაყინი გააგზავნეს იტალიის ორ ციხეში Regina Coeli და Rebibbia. ყოველწლიური ტრადიციის შესაბამისად, ვატიკანის საქველმოქმედო ოფისმა ასევე წაიყვანა უსახლკაროთა ან თავშესაფრის მცირე ჯგუფები ზღვაზე და კასტელ განდოლფოს თვალწარმტაც ტბაზე სადაც მათ შუადღისას დაისვენეს და შემდეგ პიცერიაშიც ივახშმეს.image
საქველმოქმედო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელია 57 წლის პოლონელი კარდინალი კონრად კრაევსკი. მას უწოდებენ ალმონერის, ან პაპის სამოციქულო ქველმოქმედების პასუხისმგებელ პირს. პაპი ფრანცისკის დროს საქველმოქმედო ორგანიზაცია სულ უფრო აქტიურ როლს ასრულებს ღარიბი ქალაქების დასახმარებლად.image


წმინდა პეტრეს მოედანზე მათ სამედიცინო დაწესებულებები და საშხაპეებიც კი დაამონტაჟეს უსახლკაროებისათვის.

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0