x
image
მაია 24
"ამ დროს სიყვარული იწყება მანამდე არსებული სიყვარულის ნგრევით, ხდება მტკივნეული პროცესები" - ზოდიქოს რომელ ნიშანზე იმოქმედებს ყველაზე მძაფრად ვენერა 7 ოქტომბრამდე
image


ასტროლოგი რამაზ გიგაური 11 სეტემბრიდან 7 ოქტომბრამდე მოსალოდნელი ასტროლოგიური მოვლენის - მორიელის ზოდიაქოში ვენერას სტუმრობის შესახებ წერს. რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს სიყვარულზე პასუხისმგებელი პლანეტის ეს მდებარეობა, ამას ასტროლოგის პოსტიდან შეიტყობთ:


"11 სექტემბერს, თბილისის დროით 00:39 საათზე სიყვარულის, ჰარმონიის, ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა - მორიელის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ 7 ოქტომბრამდე დარჩება.


ვენერას ეს ინგრესია ადამიანებში გააძლიერებს სიყვარულის გამოვლენის და მიღების მოთხოვნილებას, მომხიბვლელობას, შარმს, მიმზიდველობასა და სექსუალურობას. ნეგატიური კუთხით მოიმატებს ეგოიზმი, ეჭვიანობა და სიყვარულში რადიკალიზმი.



ვენერას ეს პოზიცია გამოძევებულად ითვლება. ვენერა ამ დროს (მორიელში განთავსებისას) კარგავს თავის „ქალურობას“, სინაზეს, სტაბილურობას, თუმცა იძენს სექსუალურობას, შემტევობასა და აგრესიულობას.


ვენერას ეს პოზიცია ადამიანებში აძლიერებს სექსის, როგორც მანიპულაციის ინსტრუმენტის გამოვლენას.


ვენერას მორიელში ყოფნისას ადამიანები ხდებიან ეგოისტები და მომთხოვნები. ადამიანში იზრდება შიში, ეჭვი ეპარება, რომ ის გულწრფელად უყვართ, რადგან იზრდება ღალატის ქვეცნობიერი შიში.


ვენერას ეს პოზიცია ხშირად იძლევა ე.წ. „საბედისწერო სიყვარულსაც“. ამ დროს სიყვარული იწყება მანამდე არსებული სიყვარულის ნგრევით ან განვითარებულ სიყვარულს თან ახლავს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მტკივნეული პროცესები.


ვენერას ეს ინგრესია უპირველესად მნიშვნელოვანი იქნება:


* მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის;


* მათთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა მორიელის ნიშანში აქვთ განთავსებული.


* ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერას, ასევე მარსის, პლუტონის, მორიელის ან მე-8 სახლის ძლიერი პოზიცია გააჩნია (მაგალითად, ასცენდენტი, მთვარე, სტელიუმი, შავი მთვარე)



ასევე ნახეთ:



როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან


"კიბო არ არის მომაკვდინებელი, ის ბოლო გაფრთხილებაა, რომ..." - ამერიკელი ფსიქოლოგის საოცარი დასკვნა დაავადების მიზეზებსა და მკურნალობაზე

ყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია - რომელ ავადმყოფობას რა იწვევს და როგორ უნდა მოვირჩინოთ თავი


სიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია



მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი

სექტემბრის ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვის ელის დაწინაურება, სარფიანი წინადადებები და შემოსავლის ზრდა


სექტემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ - რომელი დღე იქნება ყველაზე დაძაბული და მოულოდნელობებით აღსავსე ზოდიაქოს ნიშნებისთვის


მომდევნო ერთი თვის პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით - კონკრეტული რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

0
894
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
894
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0