x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ხეზე 5 მთასვლელია - აბა, 20 წამში თუ შენიშნავთ?!

image


ფოტო-გამოცანას ჰქვია "5 ალპინისტი". ფოტოზე ხედავთ დათოვლილ ხესა და არემარეს. ხის ტოტებზე 5 მთასვლელია მოკალათებული, სხვადასხვა ადგილას. თქვენ უნდა შეძლოთ, ხუთივე მათგანის 20 წამში პოვნა. ვნახოთ, რამდენად სწრაფი მხედველობა და მახვილი მზერა აღმოგაჩნდებათ.

ფოტო გამოცანა:


image



პასუხი:


image


აი, 5-ვე ალპინისტი აღმოჩენილია. მათ სხვადასხვა ფერის ტანსაცმელი აცვიათ. ერთ მთასვლელს ხის კენწერომდე მიუღწევია და შავებშია გამოწყობილი, მეორე ხის მარცხენა მხარესაა და ღია მწვანე ქურთუკი აცვია, მესამე ხის ცენტრალურ ნაწილში, ტოტზე დგას და წითელი ზედა აცვია, მეოთხე - ხის ქვედა, შუა ნაწილში დგას და ასევე შავებშია გამოწყობილი (შიგნით თეთრი აცვია), ხოლო მეხუთე იქვეა მის გვერდით, თეთრში გამოწყობილი და ხეზე უფრო მაღლა ასვლას ცდილობს.

0
375
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0