სხვა რატომ ვერ ხედავენ მამაკაცები ყველა დეტალს, ქალები კი ყველაფერს ამჩნევენ? 2021, 10 სექტემბერი, 9:52 ქალბატონებს პერიფერიული მხედველობა უფრო კარგად აქვთ განვითარებული, ვიდრე მამაკაცებს. რა უპირატესობას ანიჭებს ეს მათ? და რატომ გამოვიყურებით ფოტოზე უფრო მსუქნად, ვიდრე ცხოვრებაში ვართ? ირმის სუპერმხედველობაჩრდილოეთის ირემს უნარი აქვს ხედავდეს ულტრაიისფერ დიაპაზონში. რისთვის იყენებს ამ უნიკალურ თავისებურებას ეს ცხოველი? იმისთვის, რომ ირემმა, არქტიკის სასტიკ პირობებში საკვების მინიმუმი მოიპოვოს, შეუძლია სინათლის ულტრაიისფერი ნაწილაკები "დაიჭიროს", რომელსაც ხავსი, მისი ძირითადი საკვები, აირეკლავს. ასევე ულტრაიისფერი სხივების წყალობით მას შეუძლია თოვლზე მგლის ხავსიც შეამჩნიოს. რატომ გვასუქებს კამერა?ალბათ შეგიმჩნევიათ: სარკეში, როგორც წესი უკეთესად გამოვიყურებით, ვიდრე ფოტოზე და ვიდეოში. სარკეში და სხვის თვალში თუ კარგად გამოვიყურებით, ფოტოსთვის გარკვეული რაკურსების შერჩევაა საჭირო, უფრო მიმზიდველად რომ გამოვიყურებოდეთ. საშუალო სტატისტიკურ ადამიანს, კამერა ვიზუალურად 3-5 კილოგრამს მატებს. ძირითადი მიზეზი–განსხვავება "ერთსა" და "ორს" შორისაა: ჩვენ ორი თვალი გვაქვს, კამერას მხოლოდ ერთი ობიექტივი. ეს ძლიერი გამრუდება წარმოქმნა უბრალოდ კამერის დახრის კუთხის მცირეოდენმა ცვლილებამ. კამერა არ არის იდეალური, ჩვენი თვალი ბევრად ბუნებრივ სურათს გვიქმნის. ბინოკულარული მხედველობა საშუალებას გვაძლევს გვერდიდან ოდნავ მეტად დავინახოთ ობიექტი. კამერა ასე ვერ ხედავს, და რაც უფრო ახლოსაა იგი, მით მეტია ეს ეფექტი. განსხვავება ერთი შეხედვით, შეიძლება არც ისე დიდი იყოს-თვალი ხედავს კამერაზე 5-10%-ით მეტს. თუმცა ჩვენი ტვინი კარგად ამჩნევს ამ განსხვავებას. ჩვენი ბინოკულარული მხედველობა სხვა, უფრო ბუნებრივ პერსპექტივას გვიჩვენებს. კამერით გვერდითი დეტალები არ ჩანს, და გადაღების ობიექტი უფრო გაბერილი გამოიყურება. რატომ ვერ ხედავენ მამაკაცები ყველა დეტალს, ქალები კი ყველაფერს ამჩნევენ?ქალებს პერიფერიული (გვერდითი) მხედველობა უკეთ აქვთ განვითარებული, ვიდრე მამაკაცებს. მათი ხედვის არე უფრო მეტია. რა უპირატესობას ანიჭებთ ეს მათ? ქალს შეუძლია ერთი შეხედვით, თავიდან ფეხებამდე შეაფასოს მამაკაცი და თვალების მოძრაობით თავი არ გათქვას. აი, როცა მამაკაცი უყურებს ქალბატონს, იქმნება სწორედ ის შეფასებითი მზერა, როცა რამდენიმეჯერ ხდება ათვალიერებ-ჩათვალიერება. ამიტომ, ნუ ვიტყვით, რომ ქალები უფრო მოკრძალებულები და აღზრდილები არიან და ზღვარს არ გადადიან. უბრალოდ მათ ეს უფრო ადვილად შეუძლიათ და არ "იშიფრებიან": იყურებიან გვერდით, დაკვირვების ობიექტი კი უკვე შესწავლილი ჰყავთ. სწორედ მხედველობის ამ თავისებურების გამო ხედავენ ქალბატონები ყველა დეტალს. მათ მამაკაცებთან შედარებით უფრო სწრაფად და უკეთესად შეუძლიათ ობიექტის ფორმის, სტრუქტურის და ფერის შესახებ შთაბეჭდილების შექმნა. ეს საინტერესოა:ექვსი საოცარი ფაქტი სხვადასხვა სფეროდან რატომ შეიძლება ნაყინისგან თავი აგტკივდეს
საინტერესო ფაქტები ყველაზე და ყველაფერზე
მან გადაწყვიტა არასოდეს გაეღიმა, რათა მუდამ ახალგაზრდა დარჩენილიყო
ჭორიკნების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეებში
რა მოგვივა, თუ საღეჭ რეზინს გადავყლაპავთ?
საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი?
კრეატიული რეკლამები, რომლებსაც უყურადღებოდ არ დატოვებდით
108 5-ს მოსწონს |