x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508244
მოცეკვავემ 5 ზომის მკერდი დაიპატარავა, თუმცა ორი წლის შემდეგ ისევ გაეზარდა
image

დიდი ზომის მკერდი ბეტანის ხელს უშლიდა იმ საქმიანობაში, რაც ყველაზე ძალიან უყვარს, ამიტომ მან გადაწყვიტა შეემცირებინა ბიუსტი ორი ზომით, მაგრამ ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.


24 წლის მოცეკვავემ და მომღერალმა ბეტანი ლიონმა ლოს-ანჯელესიდან, აშშ-, 10 ათასი დოლარი (31, 000 ლარი) დახარჯა მკერდის შემცირების ოპერაციაზე, მაგრამ თანდათანობით მისმა მკერდმა კვლავ დაიწყო გადიდება, იუწყება გამოცემა New York Post- ი.

image


2019 წელს ბეტანიმ მკერდი 5 ზომიდან 3 -მდე შეამცირა. ზურგის ტკივილმა, ტანსაცმლის არჩევის სირთულემ და დისკომფორტმა ცეკვის გაკვეთილების დროს მიიყვანა გოგონა ამ გადაწყვეტილებამდე.


”გარშემომყოფი ადამიანები ყოველთვის საუბრობდნენ ჩემს მკერდზე, იყო განცდა, რომ ისაა ყველაფერი, რასაც ჩემში ამჩნევდნენ. გარდა ამისა, ჩემი მკერდი ძალიან მძიმე იყო, ამიტომაც ხელს მიშლიდა ცეკვაში. ამასთანავე მეჩვენებოდა, რომ სულელურად გამოვიყურებოდი, ” - იხსენებს გოგონა.

imageimage

ოპერაციის შედეგით ბეტანი ძალზე კმაყოფილი დარჩა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ძუძუებმა ისევ ზომაში ზრდა დაიწყო. ამის მიზეზი შეიძლება ჰორმონალური დარღვევები იყოს.


”ოპერაციიდან ორი წლის შემდეგ, შედეგად ისევ დიდი მკერდი მივიღე, მაგრამ მომავალში მეორე პროცედურის გავლას არ გამოვრიცხავ, ” - თქვა ბეტანიმ.


ნიუ-იორკში მცხოვრებმა, პლასტიკურმა ქირურგმა დუგლას შტაინბრეხმა კომენტარი გააკეთა ლიონის მდგომარეობაზე:


”მკერდის შემცირების შემდეგ, ზოგჯერ ხდება ქსოვილების ხელახალი ზრდა. წონის ცვლილება, ორსულობა, სტრესი, ავადმყოფობა და ჰორმონალური ბალანსის რყევები შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რაც ბეტანის დაემართა. ”-აღნიშნა ქირურგმა.

0
381
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0