x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ანასტასია ვოლოჩკოვამ ისაუბრა ჯიმ კერისთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ
image

სკანდალებით ცნობილმა რუსმა ბალერინამ ანასტასია ვოლოჩკოვამ ისაუბრა ჰოლივუდის მსახიობ, ჯიმ კერისთან რომანის შესახებ.


"Youtube შოუს" წამყვანთან "დიახ დიახ - არა არა", ვოლოჩკოვამ გაიხსენა, რომ ჯიმ კერი მოსკოვში ჩამოფრინდა კერძო თვითმფრინავით, რათა ენახა ბალეტი "ჟიზელი" დიდი თეატრის სცენაზე.ეს ხდებოდა 15 წლის წინ.


სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ვოლოჩკოვამ გადაწყვიტა ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავისთვის ეჩვენებინა მოსკოვი .ბალერინამ მსახიობი წაიყვანა სასეირნოდ ვორობიოვის გორაკზე. იმ დროს ანასტასიას ურთიერთობა ჰქონდა ბიზნესმენ სულეიმან ქერიმოვთან, ასე რომ, გასეირნების დროს მათ თან ახლდათ შეიარაღებული მცველები.



ვოლოჩკოვას თქმით, მას და კერის ნამდვილად მოეწონათ ერთმანეთი, მაგრამ მაშინაც კი მიხვდნენ, რომ ერთად ვერ იქნებოდნენ.


”ჯერ კიდევ ვორობიოვის გორაკებზე დგომისას, ჩვენ გვესმოდა, რომ არ შეგვეძლო ერთად ვყოფილიყავით ერთი მიზეზის გამო: რომ მე არასოდეს დავტოვებ დიდი თეატრის სცენას, მოსკოვს, რუსეთს და ის ვერ შეძლებს ჰოლივუდის დატოვებას, რადგან ეს არის მისი ცხოვრება.” თქვა ბალერინამ.


ქერიმოვთან განშორების შემდეგ, ვოლოჩკოვა დიდ თეატრთან ერთად შეერთებულ შტატებში საგასტროლოდ წავიდა.იქ ჩასულმა ვოლოჩკოვამ კერის დაურეკა და მათ შორის ხანმოკლე რომანი დაიწყო.


”ძალიან ძნელია გააცნობიერო, რომ ხანმოკლე ურთიერთობა გაქვს იმ ადამიანთან, რომელის შეგიყვარებაც უკვე მოასწარი ”, - დაასკვნა ანასტასიამ.


ვოლოჩკოვამ არ გაამჟღავნა ინტიმური ურთიერთობის დეტალები და დაამატა მხოლოდ ის, რომ ჯიმ კერის ანტირუსული პოზიციის მიუხედავად, ისინი მაინც დროდადრო ურთიერთობენ.


ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი ჯიმ კერი შეერთებული შტატების ერთ -ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომიკოსია, არის ორი ოქროს გლობუსის მფლობელი. სახელი გაითქვა ფილმებით: "ნიღაბი", "ეის ვენტურა", "ჩლუნგი და ჩლუნგზე უფრო ჩლუნგი", "მატყუარა მატყუარა", "ადამიანი მთვარეზე", "ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება", "ყოველთვის თქვი დიახ" და სხვა.


0
432
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
432
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0