x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ეს სიმღერა ყველას მოსმენილი აქვს,თუმცა ვინაა ავტორ-შემსრულებელი თითქმის არავინ იცის
imageსამოცი წლის წინ, 1961 წელს "ბილობორდის" ჰიტ-აღლუმში ტოპ-10 -ში ხვდება სიმღერა "Stand by Me"(დარჩი ჩემთან), მე -20 საუკუნის ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი რიტმ -ბლუზ სიმღერა, რომელიც პირველად ჩაწერა მისმა ავტორმა ბენ კინგმა 1960 წელს. ცნობილია ამ ლირიკული ბალადას 400 – ზე მეტი ქავერ ვერსია. BMI– ს თანახმად, ეს არის მე –20 საუკუნის ერთ – ერთი ყველაზე ხშირად შესრულებადი ამერიკული სიმღერა!


ბენ კინგმა შექმნა სიმღერის დასაწყისი 1905 წლის ამავე სახელწოდების გოსპელის შთაგონებით დაწერა. მას შემდეგ, რაც მან ჯერი ლიბერთან და მაიკ სტოლერტთან ერთად დაასრულა ეს სიმღერა. სტოლერის თქმით, სიმღერი სავტორობის 50% ეკუთვნის კინგს.


1961 წელს, კინგის სინგლი მოხვდა ბილბორდის R&B ჩარტში და შევიდა "ბილბორდის" ცხელი ასეულის ტოპ 10 -ში. ორი წლის შემდეგ კინგმა შეიტანა სიმღერა ალბომში Don't Play That Song.

სიმღერა ხელახლა დაიბადა 1986 წელს ფილმის "დარჩი ჩემთან"(Stand by Me) გამოსვლის შემდეგ. ფილმის წარმატების კვალდაკვალ, სიმღერა დაბრუნდა "ბილბორდის" ტოპ-10-ში, ხოლო გაერთიანებული სამეფოს გაყიდვების ჩარტში 1987 წელს №1 ადილი დაიკავა.



ეს მარადიული ჰიმნი მეგობრობაზე და სიყვარულზე შესრულებული აქვს უამრავ მომღერალს და ჯგუფს, მათ შორისაა ჯიმი ჰენდრიქსი, ელტონ ჯონი, ადრიანო ჩელენტანო (მან იმღერა სიმღერის იტალიური ვერსია სახელწოდებით "Pregherò"), "ლედ ზეპელინი", ასევე მათ შორის ცნობილმა არაპროფესიონალებმა - მოკრივე მუჰამედ ალიმ და მწერალმა სტივენ კინგმა.


ჯონ ლენონის ვერსია Rock n'Roll (1975) გამოვიდა სინგლის სახით და გახდა მისი ბოლო ჰიტი მისი 5 წლიანი პაუზის წინ.


2007 წელს შონ კინგსტონის სადებიუტო სინგლი, Beautiful Girls, აშშ – ს ჩარტების სათავეში მოექცა, სადაც აქტიურადაა გამოყენებული Stand by Me–ის სემპლერები.


ბრიტანული ჯგუფის Florence and the Machine ვერსია ჩაწერილია Final Fantasy XV -ის საუნდტრეკისთვის 2016 წელს და დაიკავა № 15 ადგილი Billboard Hot Rock Singles-ში იმავე წლის დეკემბერში.


ჟურნალმა Rolling Stone-მა ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერაში "Stand by Me"-ს 122 -ე ადგილი მიანიჭა.

1999 წელს BMI- მ სიმღერა დაასახელა მე -20 საუკუნის №4 ყველაზე შესრულებად სიმღერად მსოფლიოში.

2012 წლის 27 მარტს, სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზმა განაცხადა, რომ კომპოზიცია მიიღებს 2012 წლის Towering Song ჯილდოს და რომ კინგი დაჯილდოვდება 2012 წლის Towering Performance პრემიით.


Smooth Radio- მ 2019 წლის თებერვალში "Stand by Me" დაასახელა 1960 -იანი წლების ერთ -ერთ "საუკეთესო სასიყვარულო სიმღერად".




image

ასევე იხილეთ


ლეგენდარულმა შვედურმა პოპ ჯგუფმა ABBA მ გამოუშვა ორი ახალი სიმღერა პირველად ბოლო 40 წლის განმავლობაში. მუსიკოსებმა ინტერნეტში წარმოადგინეს საფორტეპიანო ბალადა სახელწოდებით 'I Still Have Faith in You'(მე ჯერ კიდევ მჯერა შენი), რომელსაც თან ახლავს ვიდეოკლიპი, სადაც ახალ სიმღერაზე ABBA ძველი კადრებია გამოყენებული...


მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ახალი ტალღა 2021-ზე, რომელიც ქალაქ სოჭში იმართება ქართველი მომღერლის მიერ შესრულებულ "იაგუნდს" ეხმაურება და წერს: არ ვიცი, ეს საქართველოს სახელით როგორ მოხვდა ამ სამარცხვინო ფესტივალზე და როგორ დაიკავა სამარცხვინო ბოლო ადგილი, ან შესანიშნავი სიმღერის სრულიად კოშმარულ...


დღეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა გენიალურ ქართველ კომპოზიტორს რევაზ ლაღიძეს, ამ ღირშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ ფრაგმენტებს დიდი კომპოზიტორის ინტერვიუებიდან "მახსოვს არდადაგები იყო და სოფელში წავედი, ჩემი ბიძაშვილები, იქ...


ლეგენედარული სომეხი მუსიკოსი და კომპოზიტორი ჯივან გასპარიანი გარდაიცვალა 92 წლის ასაკში. ამის შესახებ მისმა შვილიშვილმა ჯივან გასპარიანმა უმცროსმა დაწერა თავის Facebook- გვერდზე. დღეს სამყარომ გამოუსწორებელი დანაკარგი განიცადა. გარდაიცვლა არა მარტო საკულტო პიროვნება, არამედ ლამაზი სულიც. ...


პოპ-დივა თინეიჯერების დროინდელ ფოტოში თითქმის ვერავინ იცნო და მეტიც, მინიშნების გარეშე შეუძლებელია ამოიცნოთ იგი. გარდა ამისა, მომღერალმა წლების შემდეგ ორიოდე რჩევა მისცა წარსულში საკუთარ თავს, რომელიც შედგომში აპირებს გახდეს ვარსკვლავი. ვინც ამ საუკუნის დასაწყისში რადიოს უსმენდა ან MTV-ზე კლიპებს უყურებდა, მისი სახე...

0
97
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0