x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ფოტოები სტუდენტების ცხოვრებიდან
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.



image


ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.




image





სტუდენტური ცხოვრება მარტივი სულაც არ არის - გადადიხარ ცხოვრების სულ ახალ ეტაპზე, ეკიდები საქმეს მეტი პასუხისმგებლობით, რადგან მომავალი პროფესია ძალზედ მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ბევრი უსახსრობის გამო ახლობელთან ან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, სადაც ქირას სხვა სტუდენტებთან ერთად იყოფს და ბევრი ხალხისგან გამოწვეული ქაოსი მას სწავლასა და დასვენებაში ხელს უშლის. ან ბევრი სწავლისგან გადაღლილ გონებას აღარ ახსოვს, რომ კომუნალური გადასახადები უნდა გადაეხადათ, რის გამოც შეუწყვიტეს დენის ან გაზის მიწოდება და სიბნელესა და სიცივეში უწევდათ ცოტახნით ყიფნა. მოკლედ, ვისაც მსგავს სიტუაციაში მოგიწიათ სტუდენტური დღეების გატარება, დღევანდელი კრებული კიდევ უფრო კარგად შეგახსენებთ "იმ პერიოდს". ზოგადად, სტუდენტური ცხოვრება ხომ სავსეა თავგადასავლებით. მას ყოველდღე მოაქვს რაღაც ახალი.




ფოტოები სტუდენტების ცხოვრებიდან




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




0
1773
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1773
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0