x
მეტი
  • 20.10.2021
  • სტატია:115096
  • ვიდეო:354153
  • სურათი:488943
ტესტი-ვიქტორინა-რომელ ცნობილ ადამიანს ეკუთვნის ეს სიტყვები?

image

სამწუხაროდ ბოლო ხანებში არც თუ იშვიათად არის, როცა ამა თუ იმ ცნობილ პიროვნებას რაიმე ციტატას მიაწერენ, რომელიც ფართოდ ვრცელდება დამახინჯებული წარმოდგენას უქმნის საზოგადოებას.მსგავსი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგალითად ცნობილი ციტატა სტალინზე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში უისტონ ჩერჩილს მიაწერდნენ:"სტალინმა გუთნიანი რუსეთი ჩაიბარა და დატოვა იგი ატომური იარაღით", სინამდვილეში კი ეს სიტყვები აღებულია 1956 წლის ბრიტანული ენციკლოპედიიდან:"სტალინის ჭეშმარიტი ისტორიული არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან გუთნიანი რუსეთი ჩაიბარა და დატოვა იგი ატომური იარაღით. მან რუსეთი მსოფლიოში მეორე ინდუსტრიალური ქვეყნის დონემდე აიყვანა.


თავად სტალინსაც ბევრ ისეთ ციტატას მიაწერენ, რომელიც საერთოდ არ უთქვამს და არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება, ორ მაგალითს მოვიყვან:"არაა ადამიანი, არაა პრობლემა"–ამ ფრაზას სტალინს მიაწერენ. არ არსებობს არც ერთი დამადასტურებელი საბუთი, რომ სტალინმა ეს ფრაზა ოდესღაც წარმოთქვა.. სინამდვილეში, ეს ფრაზა სტალინს "ათქმევინა" მწერალმა ანატოლი რიბაკოვმა რომანში "Дети Арбата".


ან კიდევ ლეგენდა ავტომობილ "პობედაზე", რომელსაც თითქოსდა თავიდან "როდინას" დარქმევას აპირებდნენ, მაგრამ სტალინის დასმული კითხვის შემდეგ: "მერე და ვის მივყიდით "სამშობლოს"?(როდინა) სახელი სასწრაფოდ გადაარქვეს, არც ერთი დოკუმენტით არ დასტურდება ეს ფაქტი, თავად ვიკიპედიაში მითითებულია, რომ თავიდანვე გადაწყდა, რომ ავტომობილს "პობედა "(გამარჯვება)დაერქმეოდა და ძალიანაც რომ სდომოდათ "როდინას" ვერ დაარქმევდნენ, რადგან იმ პერიოდში გამოვიდა სატვირთო, რომელსაც "როდინა " უკვე ერქვა, თუმცა საბჭოთა ავტომრეწველობამ ცოტა ხანში მაინც ავტოქარხნის აბრევიატურით და ნუმერაციის დასახელებით ამჯობინა სატვირთოების გამოშვება.



ან თუნდაც "რელიგია არის ოპიუმი ხალხისთვის"-ამ სიტყვებს კარლ მარქსს მიაწერენ, კი, ნამდვილად დაწერა ეს ფრაზა მარქსმა ნაშრომში "ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკისათვის", შემდგომ გაიმეორა ლენინმა და ენგელსმა, აგრეთვე მწერლებმა და ფილოსოფოსებმა(მაგ. ჩარლზ კინგსმა, ჰაინრიხ ჰაინემ, ), თუმცა მანამდე ეს ფრაზა სწორედ ჰეგელს აქვს ნახსენები 1814 წელს, სულ პირველად კი ეს გამოთქმა იხმარა ფრანგმა მწერალმა, მარკიზ დე სადმა რომანში "ახალი ჟუსტინი"(1797 წელი).


მსგავსი მაგალითების გარდა სამწუხაროდ ვრცელდება საერთოდ არარსებული ლეგენდები.ანუ იქმნება ახალ კასტა -სოციალური ქსელით, ასე ვუწოდოთ "ფეისბუქით" "ნასწავლი" და "განათლებული" საზოგადოება.რომლებს შორის ცრუ მითები ვრცელდება, ბევრს სჯერა და აქტიურად აზიარებს, მაგალითად გეტყვით რამდენიმე მაგალითს: არარსებული "დალესის გეგმა";არსად არ მოიძიება ამ ტექსტის ორიგინალი და სინამდვილეში ე.წ. დალესი გეგმა პირველად 90-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნდა რუსულ პრესაში და მისი ფრაგმენტები აღებულია ანატოლი ივანოვის რომანიდან «Вечный зов» (1981წ).ხოლო ნაწილი იური მიხაილოვის რომანიდან «У чёрных рыцарей"(1956წ).დანარჩენი ციტატები ამოკრებილია აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს მემორანდუმიდან, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას შეეხება(1948წ) და მას არაფერი საერთო არ აქვს ე.წ. "დალესის გეგმასთან".


ბოლო ხანებში მაგალითად კომიკურამდე დასულ ორი ცრუ მითს მოგიყვანთ კიდევ, რომელიც "ფეისბუქით" ვრცელდება: ერთი ზვიად გამსახურდიას და ფრანგ ბიზნემსენებს შეეხებოდა, რომლებსაც თითქოსდა ბაყაყების მოყვანა უნდოდათ და ზვიად გამსახურდიას რაიმე "ჭაობიანი ადგილის "გადაცემა სთხოვეს, რაზეც გამსახურდიას პასუხი კატეგორიული იყო:"ეს მიწა-წყალი ჭაობიც და სალი კლდეც გახლავთ საქართველოს თითოეული მოქალაქის საკუთრებაა და არ მაქვს უფლება თითო მტკაველის გასხვისებისო"(ეს ფეიკი გავრცელდა როცა ნამოხვანჰესის ამბები იყო აქტიური) და მეორე აბსურდამდე მისული მითი, ბერის ვიზიტი ბერლინში1939 წელს, სადაც თითქოსდა ჰიტლერს და გერინგს შეხვდა და საჩუქრად გიორგი სააკაძის ხმლის ასლი გადასცა ნაცისტებს(სინამდვილეში არცერთი საბჭოთა დიპლომატი არ შეხვედრია ნაცისტებს გერმანიაში, ხოლო ბერიამ მხოლოდ ბერლინის დაცემის შემდეგ მოინახულა პირველად გერმანია 1945 წელს)


ქვემოთ მოცემულ ქვიზი სრულად გაფილტრულია და ქვემოთ მოცემული ციტატები ნამდვილად დადასტურებულად იმ ადამინებს ეკუთვნით.ქვიზში სულ 10 კითხვაა 3 სავარაუდო პასუხით.ყველა ციტატა თუ გამონათქვამი ძალზე ცნობილია და წესით არ უნდა გაგიჭირდეთ გამოცნობა.


0
310
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0