x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134391
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
"ძლიერდება ვნება, სექსუალური მოთხოვნილებები, მატულობს ვენერიული დაავადებისა და არასასურველი ფეხმძიმობის რისკიც" - რას მოგვიტანს 7 ოქტომბრამდე სიყვარულისა და ფულის პლანეტა მორიელში
image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი მორიელის ზოდიაქოში სიყვარულისა და ფულის ფლანეტა ვენერას ტრანზიტის შესახებ წერს, რომელიც 11 სექტმებრიდან გააქტიურდება. აი, რა ტენდენციებს გააძლიერებს ვენერას ეს კონკრეტული ინგრესია:


"11 სექტემბერს, ღამის პირველის ნახევრისათვის, ვენერა ტოვებს თავისი მმართველობის ნიშანს - სასწორს და ღრიანკალის (მორიელი) ზოდიაქოში გადადის. პლუტონის ენერგიებთან შეჯახების გამო, აქ მას უჭირს თავის გამოვლენა და ცოტა არ იყოს არაადექვატურადაც კი იქცევა.


მორიელი ვნებიანი, იდუმალი და პროვოკაციული ნიშანია. ვენერას აქ მოძრაობის პერიოდი გამორჩეულია ხოლმე მაღალი ემოციურობით. ადამიანები ბევრად უფრო ადვილად ღიზიანდებიან და ხშირად ნებისმიერი წვრილმანის დრამატიზირებას ახდენენ... და ამავდროულად ძლიერდება ვნება და სექსუალური მოთხოვნილებები, რასაც ფონად სდევდეს მესაკუთრული გრძნობები და ეჭვიანობა. გრძნობები იმდენად შეიძლება მოზღვავდნენ, რომ ინდივიდს გაუჭირდეს მათი კონტროლი. ადრენალინის მოთხოვნილება მატულობს, თანაც როგორც ცნობილია - აკრძალული ხილი უფრო გემრიელია, და ადამიანები თითქოს ნებით ეძებენ ხიფათს და თავგადასავალს.



იზრდება შემთხვევითი ურთიერთობების რიცხვი, შედეგად კი მატულობს "ვენერიანული" დაავადებების და არასასურველი ფეხმძიმობების რისკიც.


არასასურველი პერიოდია ქორწინების დასაგეგმად! ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას! ამ დროს ჩასახული ურთიერთობები ძირითადად ემყარება ან ვნებას და როგორც კი ლტოლვა ნელდება, კავშირებიც ირღვევა ხოლმე. ან პარტნიორისაგან მატერიალური სარგებლის მიღების სურვილს.


ვენერას ტრანზიტი მორიელში საკმაოდ არაერთგვაროვანი დროა უძრავი ქონების შესაძენად, ინვესტიციის ჩასადებად რაიმე სახის ერთობლივ ბიზნესში, ფულის გასასესხებლად თუ კრედიტის ასაღებად. აქ ყველა დეტალს აწონ-დაწონვა და საფუძვლიანი შესწავლა უნდა, რადგან ერთის მხრივ მორიელი კი გახლავთ ბიზნესისა და კრედიტების თემაზე პასუხისმგებელი, მაგრამ თავად ვენერა აქ კომფორტულად ვერ გრძნობს თავს. ამიტომ დაწრილებით უნდა გაირკვეს ყველა დეტალი, ვიდრე რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდეთ.


იმისათვის, რომ დამოუკიდებლად განსაზღვროთ, რას მოგიტანთ ვენერას ინგრესია, შეხედეთ თქვენს პირად რუკას, ნახეთ, რომელი სახლში ხვდება მორიელის პირველი გრადუსები, სწორედ იმ სახლის თემები გაგიაქტიურდებათ ახლა, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციებიც კი დაგეწყოთ.

ვენერა მორიელში 7 ოქტომბრის ჩათვლით დარჩება".


ასევე ნახეთ:



როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან


"კიბო არ არის მომაკვდინებელი, ის ბოლო გაფრთხილებაა, რომ..." - ამერიკელი ფსიქოლოგის საოცარი დასკვნა დაავადების მიზეზებსა და მკურნალობაზე

ყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია - რომელ ავადმყოფობას რა იწვევს და როგორ უნდა მოვირჩინოთ თავი


სიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია



მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი

სექტემბრის ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვის ელის დაწინაურება, სარფიანი წინადადებები და შემოსავლის ზრდა


სექტემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ - რომელი დღე იქნება ყველაზე დაძაბული და მოულოდნელობებით აღსავსე ზოდიაქოს ნიშნებისთვის



რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს და საქართველოს მომდევნო 1 თვეს დღევანდელი ახალმთვარეობა - ვისთვის იწყება რთული პერიოდი და რა სიახლეებს უნდა ველოდეთ

0
645
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
645
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0