x
image
ირინა მ.
Mediator image
59 ათასიდან 4 მილიონამდე - რამდენად გაიყიდა ყველაზე ძვირფასი კოსტიუმები კინოს ისტორიაში

image


მასშტაბური ფილმები პრაქტიკულად ნულიდან იქმნება, მათთვის სპეციალურად აპროექტებენ დეკორაციებს და ქმნიან კოსტიუმებს, რათა მაქსიმალურად შესაბამისი ატმოსფერო შექმნან. რა ბედი ეწია ზოგიერთ სამოსს მას შემდეგ, რაც თავიანთი "როლები" ითამაშეს?


კლეოპატრა

ეგვიპტელი მმართველის მდიდრული მორთულობა ყველა წვრილმანამდე იყო გათვლილი. ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ კაბა 59 000 დოლარად გაიყიდა.


image


ვარსკვლავური ომები. ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება


ასეთი მასშტაბური ფილმის პროექტში მთელი სამყაროს კოსტიუმები ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს. პრინცესა ლეიას ოქროს ბიკინი 96 000 დოლარად შეფასდა.


image


ქარწაღებულნი


გასული საუკუნის საკულტო ფილმი დიდი მსახიობებით, მოიცავს მრავალ ისტორიულ კოსტიუმს. კაბამ, რომელშიც ვივიენ ლი გამოჩნდა, თავისი მფლობელი 137 000 დოლარად იპოვნა.


image


შაბათის საღამოს ციებ-ცხელება


ფილმი თავის დროის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური ქმნილებაა, ჯონ ტრავოლტა კი ბევრად შესამჩნევი გახდა რეჟისორებისთვის. ძნელია, არ მიაქციოთ ყურადღება თეთრ კოსტიუმში გამოწყობილ მსახიობს. ფილმის გადაღების შემდეგ სამოსი 146 000 დოლარად გაიყიდა.



image


უცხო


მყიდველი არა მხოლოდ პრაქტიკულ და მოდურ კოსტიუმებს ჰყავს. სიგურნი იუვერის გმირის სკაფანდრიც კი მოთხოვნადი იყო ფილმის გამოსვლის შემდეგ და იგი 205 000 დოლარად შეიძინეს.


image


ინდიანა ჯონსი და ბედისწერის ტაძარი


ცნობილ საკულტო სათავგადასავლო ფილმის მთავარი გმირის (რომელსაც ჰარისონ ფორდი ასრულებს) ქუდი 300 000 დოლარად გაყიდეს.


image


ტიტანიკი

ქეით უინსლეტის მდიდრული წითელი ფერის კაბა შექმნა დიზაინერმა დებორა ლინ სკოტმა. თავისი შრომისთვის კოსტიუმერმა "ოსკარი" დაიმსახურა, კაბაში კი 330 000 დოლარად გადაიხადეს.


image


ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს


განთქმული ქერა ლამაზმანის, მერილინ მონროს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სამოსი ვარდისფერი კაბაა. მისმა ახალმა მფლობელმა მასში 370 000 დოლარი გადაიხადა.


image


საუზმე ტიფანისთან


კიდევ ერთი საკულტო სახე, რომელსაც არ ექნებოდა ასეთი დიდი მნიშვნელობა, რომ არა ელეგანტური შავი კაბა. ამ კაბაში ოდრი ჰეპბერნის გამოჩენამ დიდი გავლენა მოახდინა მთელი მოდის ინდუსტრიაზე, ამიტომ იგი სრულიად დამსახურებულად შეფასდა 807 000 დოლარად.


image


ოზის ჯადოქარი


დოროთი ჰეილი, რომელიც ჯუდი გარლენდმა შეასრულა, მნიშვნელოვანი გმირი გახდა იმ დროის კინოინდუსტრიისთვის. თავისი კოლექციისთვის მისი სამოსის შეძენაზე ბევრი ოცნებობდა. ბედნიერმა მფლობელმა მასში 1, 6 მილიონი დოლარი გადაიხადა.


image


ჩემი მშვენიერი ლედი


და ისევ ოდრი ჰეპბერნი ჩნდება ელეგანტურ კაბაში. კაბას იგივე ეფექტი ჰქონდა. მასში 4, 5 მილიონი დოლარის გადახდა მოუწიათ.


image


შვიდი წლის თავზე


და რა თქმა უნდა მერილინის კიდევ ერთი ლეგენდარული სახე, რომელმაც მაყურებლებზე განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა. ბევრისთვის მონროს ცნობილი თეთრი კაბა კოლექციის სასურველი რეკვიზიტი გახლდათ. იგი 4, 6 მილიონ დოლარად გაიყიდა.


image







ეს საინტერესოა:





სერიალის "სამეფო კარის თამაშები" მსახიობებს ამ ფილმში მონაწილეობამდეც საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდათ

image


რატომ არ უყვართ ის ჰოლივუდში და სხვა საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

image


ცნობილთა ქორწილების ფოტოები

image


ცნობილი სახეები, რომლებიც თურმე ერთმანეთის ნათესავები არიან

image


სელებრითების შვილები, რომლებსაც ვერც კი გაარჩევთ მშობლებისგან

image


როგორები იქნებოდნენ დღეს, ადრე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები

image


სხვადასხვა რომანის გმირები საბჭოთა და საზღვარგარეთის კინოს მსახიობების შესრულებით

image


რა სამკაულებით მივიდა ელიზაბეთ ტეილორი როტშილდების ბალ-მასკარადზე და რა კავშირი აქვს მას რომანოვების ძვირფასეულობასთან

image


კლეოპატრა-სტილის ხატი და მისი გარდერობი კინოში და რეალობაში

image








0
217
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
217