x
image
Lerato
როცა საქმე მაიმუნებს ეხება – სახალისო ისტორიები
image

ბიჭი, საკმაოდ მოზრდილ მაიმუნთან ერთად, ქუჩაში დასეირნობდა. პოლიციელი მივიდა მასთან და უთხრა: "ახალგაზრდა, აჯობებს თუ ამ მაიმუნს ზოოპარკში წაიყვან." მეორე დღეს პოლიციელმა კვლავ დაინახა გზაზე მიმავალი ბიჭი და მაიმუნი. მიუახლოვდა მათ და მკაცრი ტონით უსაყვედურა: "მე მგონი გითხარი, რომ მაიმუნი ზოოპარკში წაგეყვანა!"


"ასეც მოვიქეცი!" – უპასუხა ყმაწვილმა. "მყავდა ზოოპარკში, დღეს კინოში მიმყავს, ხვალ კიდევ გოგოებთან ერთად სანაპიროზე გასეირნებას ვაპირებთ."


გორილა და კეკლუცი ქალბატონი


imageგაზაფხულის მშვენიერი, თბილი დღე იყო. ცოლ-ქმარი ზოოპარკში დასეირნობდა.ქალს ძალიან საყვარელი, ვარდისფერი კაბა ეცვა, უსახელო წვრილ ბრეტელებზე. როდესაც მათ მაიმუნების ვოლიერის წინ გაიარეს, ერთი დიდი გორილა უცებ ახტა ძელაკებზე, ცალი ხელით ჩაეჭიდა, ხოლო მეორე თავისუფალ ხელს მკერდზე ირტყამდა. ცხადი იყო, რომ მშვენიერი ქალბატონის ხილვამ ჰაეროვან კაბაში ძალიან ააღელვა. ქმარმა, რომელმაც შეამჩნია გორილას ასეთი აფორიაქება, ცოლს ურჩია რომ ის საწყალი კიდევ უფრო გაეღიზიანებინა – დაებერა ტუჩები, უკანალი გაექნია და ეცეკვა მის წინ. ქალი ასეც მოიქცა, ბატონი გორილა კი უფრო მეტად აღეგზნო – ისეთ ხმებს გამოსცემდა, რომ მიცვალებულს გააცოცხლებდა. შემდეგ ქმარმა ურჩია ერთი ბრეტელი მკლავზე ჩამოეცურებინა, ცოლმა გააკეთა ეს; გორილა მზად იყო მთელი ვოლიერი დაენგრია. "ახლა კი შეეცადე კაბა რაც შეიძლება ზემოთ აიწიო" ....ამან სულ გააგიჟა საწყალი. ამის მერე, ქმარმა ცოლს მოულოდნელად თმაში ხელი წაავლო, გამოაღო გალიის კარები, მიაგდო გორილას და მიაძახა: "ახლა კიდევ უთხარი რომ თავი გტკივა."


ევოლუცია თუ...?

imageერთმა პატარა ცნობიმოყვარე ბავშვმა, რომელიც დაახლოებით ექვსი წლის თუ იქნებოდა, მიირბინა დედასთან და ჰკითხა: "როგორ გაჩნდნენ დედამიწაზე ადამიანები?" დედა შეეცადა მისთვის გასაგებ ენაზე აეხსნა და ასეთი რამ მოუყვა: "ჯერ ღმერთმა შექმნა ადამი და ევა, შემდეგ მათ ეყოლათ ბავშვები; ეს ბავშვები ზრდასრულები რომ გახდნენ, მერე მათ ეყოლათ შვილები და ასე შემდეგ." ბავშვი რაღაც ბოლომდე კმაყოფილი არ ჩანდა პასუხით, ამიტომ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, როგორც ამ ასაკში პატარებს სჩვევიათ ხოლმე, ახლა მამას მიადგა და იგივე კითხვა დაუსვა. მამამ უთხრა: "დიდი ხნის წინ მაიმუნები ვიყავით, შემდეგ ბალანი გაგვცვივდა, განვვიათრდით და ისეთებად ვიქეცით, როგორებიც დღეს ვართ." ბავშვი ცოტა არ იყოს დაიბნა, ანერვიულდა და დედას გაბრაზებული ტონით ჰკოთხა: "რატომ მომატყუე? აკი ადამი და ევაო?.." "არა, შვილო, " უპასუხა დედამ. "მამიკო მხოლოდ თავის საკუთარ წინაპრებზე და ნათესავებზე გიყვებოდა."


ასევე დაგაინტერესებთ:



თქვენ თუ იცით რა სურთ ქალებს? – სახალისო ისტორიები


უეცარი გარდასახვა – სახალისო ისტორია


სახალისო ტესტი მძღოლებისთვის, რომლის ამოხსნა ბევრმა ვერ შეძლო


ვინც ფიქრობს, რომ თან წაიღებს – სახალისო ისტორია


სახალისო ისტორიები ქერებზე


მტვერსასრუტების ყოჩაღი გამყიდველი – სახალისო ისტორია


ეპიდემია, რომელიც ადამიანის ფსიქიკას ანადგურებს და კლავს


0
321
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0