x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბელმონდოს ოჯახის წევრებმა განცხადება გაავრცელეს
image


ფრანგი მსახიობის ჟან პოლ ბელმონდოს ოჯახის წევრებმა მისი გარდაცვალების შემდეგ განცხადება გაავრცელეს.





"ჟან-პოლ ბელმონდოს ოჯახმა დაკარგა საყრდენი. მან დაგვტოვა, რათა შეუერთდეს კონსერვატორიის ძველ კოლეგებს. მისი გულწრფელი ღიმილი არსად გაქრება."- ავრცელებენ მსახიობის ნათესავები.




ბელმონდოს გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა ორშაბათს, 6 სექტემბერს, ლეგენდარული მსახიობი 88 წლის იყო.






მისი კარიერის განმავლობაში, რომელიც დაიწყო1957 წელს, მსახიობმა ასზე მეტი როლი შეასრულა ფილმებში და ფრანგული თეატრების სცენაზე. ბელმონდომ პოპულარობა მოიპოვა 1960 წელს ჟან-ლუკ გოდარის ფილმის "უკანასკნელ ამოსინთქვამდე" (À bout de souffle) გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ფრანგული კინოს ახალი ტალღის საეტაპო გახდა.





მსოფლიო პოპულარობა მსახიობს მოუტანა ფილმებმა "ვინ არის ვინ?", "თამაში ოთხი ხელით" და "პროფესიონალი".





1989 წელს ბელმონდოს მიენიჭა სეზარის პრემია ფილმში "ბედით განებივრებულში" შესრულებული როლისთვის, ხოლო, 2011 წელს მას მიენიჭა საპატიო ჯილდო კანის კინოფესტივალზე.

0
440
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
440
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0