x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ვეძებთ ამ ხუთ ლარიანის პატრონს, სავარაუდოდ, ბათუმში“
image


უჩვეულო აქცია ფეისბუქ ჯგუფებში. სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი „ბათუმის ჯგუფში“ წერს, რომ გუშინ სრულიად მოულოდნელად ერთერთ ქუჩაში 5 ლარიანი კუპიურა იპოვა.


მიუხედავად იმისა, რომ თანხის ოდენობა მცირეა და მისი დაკარგვა განსაკუთრებულ ზარალს არ გამოიწვევდა, მპოვნელმა გადაწყვიტა მისი მფლობელი მაინც მოძებნოს და ამისათვის საინფორმაციო კამპანია წამოიწყოს. ამის აუცილებლობა კი მას შემდეგ დადგა. რაც კუპიურაზე საინტერესო წარწერა აღმოჩნდა, რის გამოც ხუთლარიანი შესაძლოა განსაკუთრებით ძვირფასი ყოფილიყო მფლობელისთვის, ამიტომაც ახლა მპოვნელი მის თავდაპირველი პატრონის პოვნას და ხუთლარიანის დაუყოვნებლივ დაბრუნებას ცდილობს..


ამისათვის სოციალურ ქსელში სპეციალური კამპანია წამოიწყეს და პოსტს უამრავი გაზიარება აქვს.


.

კუპიურაზე წერია: „სახსოვრად მარიამს მამიკოსგან. მიყვარხარ. 2017.09.06“

.

„ვეძებთ ამ ხუთ ლარიანის პატრონს, სავარაუდოდ, ბათუმში“, – წერს პოსტის ავტორი.

.

მაშ ასე, თუკი სრულიად შემთხვევით სადმე რომელიმე სავაჭრო წერტილში ხუთლარიანი კუპიურა ჩაგივარდათ ხელს, რომელსაც მთელ სიგრძელე კალმით ნაწერი შემდეგი ტექსტი აქვს, შეგიძლიათ თქვენც ჩაერთოთ კეთილშობილურ აქციაში დდა დაუბრუნოთ მარიამს მამის სახსოვარი, რომელიც უფრო ძირფასი შეიძლება იყოს მისთვის, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა, რომელიც 5 ლარს არ აღემატება.

0
265
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0