x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რამდენად ეფექტურია ვაქცინა?-ტოპ-5 ვაქცინირებული ქვეყნის მაგალითზე
image

კორონავირუსისი საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო, 8 თვის თავზე ბოლო მონაცემებით მთელს მსოფლიოში გამოყენებულია 5, 5 მილიარდი დოზა, აქედან ორივე დოზით ვაქცინირებულია 2, 18 მილიარდი ადამიანი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 28%-ია, აცრების მაღალი რაოდენობა მოდის ძირითადად პატარა და განვითარებულ ქვეყნებზე, (60–70%).მოდით განვიხილოთ ტოპ -5 ქვეყანა და ტერიტორია აცრების მიხედვით და ვნახოთ თუ რამდნად ეფექტურია ვაქცინაცია:

image

1) გიბრალტარი-ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 99%-ი-.მასობრივი აცრის შემდეგ მარტიდან დაწყებული ივლისი ჩათვლით კორონათი გარდაცვლილა 0-ანუ არცერთი ადამიანი.ახალი დელტა შტამის შემოჭრის შემდეგ ივნისის თვიდან მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა, მაქისიმუმი დღეში შეადგინა 30 ივლისს 386, ყოველდღიური ინფიცირებული ივლისის შუა რიცხვებიდან 40/35 ადამიანი იყო, სექტემებრის დასწყისისთვის იკლო და 4-5 ადამიანამდე ჩამოვიდა.რაც შეეხება გარდაცვლილებს: მთელი ივლისიდან სექტემბრამდე კოვიდ-19-მა იმსხვერპლა 3 ადამიანი.(იხილე ცხრილი)




2)მალტა-ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 83, 2%.მალტაშიც საყოველთაო აცრების შემდეგ 7 მაისიდან 12 ივლისამდე დაფიქისირებულია 3 გარდაცვალების შემთხვევა, იქაც დელტა შტამის გავრცლების შემდეგ ინფიცირებამ მოიმატა 3 ივლისიდან და მაქსიმუმს მიაღწია 16 ივლისს- დღეში 236 ინფიცირებული, მთელი ივლისი და აგვისტო დღეში საშუალოდ ინფიცირდებოდა 150 ადამიანი, კლება შეინიშნება აგვისტოს ბოლოდან, დღეში 35-40 კაცი.24 ივლისდან მოყოლებული 5 სექტემბრის ჩათვლის კორონავირუსმა იმსხვერპლა 21 ადამიანი.მიმდინარე წლის 9 აპრილისთვის მალტაში კორონავირუსით მთლიანად გარდაცვლილი იყო 409 ადამიანი, აპრილიდან -სექტემბრის ჩათვლით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 36 ადამიანით.(იხილე ცხრილი)


3)სინგაპური-ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 79%-სინგაპურში ინფიცირების და გარდაცვლილთა პიკი გასული წლის აპრილიდან- აგვისტომდე მოდიოდა, როცა დღიურად საშუალოდ 1000 კაცი ინფიცირდებოდა(პიკი იყო 20 აპრილს 1426).2020 წლის სექტემბრიდან კლებულობს როგორც ყოველდღიური შემთხვევეი, ასე გარდაცვლითა რაოდენობაც.მაგალითად 2020 წლის ივნისიდან 2021 მაისამდე სულ 6 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.ტრადიციულად დელტა შტამის გამოჩენის შემდეგ სინგაპურშიც ინფიცრების შემთხვევი მატულობს ივლისიდან-დღეში 100-150 შემთხვევა, მაქსიმუმი დაფიქირდა, გუშინ 6 სექტემებერს 241 შემთხვევა.12 ივლისიდან 6 სექტემბრამდე კი კორონავირუსმა იმსხვერპლა 19 ადამიანი.(იხილე ცხრილი)



4)არაბთა გაერთიანებული საემიროები-ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 78, 2%.-სემიროებში 2021 წლის იანვრიდან მოყოლებული დღიური მაჩვენებლები 3000 ინფიცირებულის ფარგლებში მერყეობდა, ოდნავ კლება შეინიშნება მაისის თვიდან, როდესაც საშაულო დღიური ინფიცირება 2000 ადამიანამდე ჩამოვიდა, ხოლო აგვისტო-სექტემებრში 1000 კაცამდე.6 სექტემებრს დაინფიცირდა 977 ადამიანი, ბუნებრივად ამ ფონზე დღიური გარდაცვლილები საშუალოდ 25-30-ადამიანის ფარგლებში უნდა მერყეობდეს, თუმცა საემიროებშიივნისიდან მოყოლებული დღიური გარდაცვლილები საშუალოდ 3-5 ადამიანის ფარგლებში მერყეობს(მაქსიმუმი 15 ივნისს დაფიქსირდა 10 გარდაცვლილი, ხოლო 1-2 სექტემბერს გარდაცვლილთა რაოდენობა იყო -0)(იხილე ცხრილი)


5)ყატარი-ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 76, 6%.-ცოტა სხვაგვარია ყატარის მონაცემები, ბევრი სხვა ქვეყნებისგან განსხავევებით, რომლებსაც დელტა შტამის გავრცელების გამო ამ წლის მაისი-ივნისის თვიდან შეინიშნება ინიფიცრების მატება, ყატარში პირიქითაა, აპრილის შემდეგ (პიკი 989 -15 აპრილს)შეინიშნება კლება და ივლის-აგვისტოში საშუალოდ დღეში 100-130 შემთხვევა ფიქსირდება.რაც შეეხება გარდაცვლილებს, შედეგი გასაოცარია:ივლისიდან მოყოლებული 6 სექტემბრის ჩათვლით კორონავირუსმა იმსხვერპლა მხოლოდ 4 ადამიანი.(იხილე ცხრილი)



ამ ტოპ 5 ქვეყნის მაგალითიდან გამომდინარე დასკვნა ცალსახაა: ვაქცინა მუშაობს, ვაქცინა ეფექტურია და ვაქცინა იცავს ინფიცირებულებს სიკვდილისგან მინიმუმ 5-გზის უფრო ეფექტურად ვიდრე აუცრელ ადამიანებში.

22
217
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
217
  
2021, 8 დეკემბერი, 22:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 6 დეკემბერი, 15:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 27 ოქტომბერი, 13:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 11 სექტემბერი, 10:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 10 სექტემბერი, 22:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 10 სექტემბერი, 22:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 10 სექტემბერი, 12:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 10 სექტემბერი, 9:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 10 სექტემბერი, 9:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 10 სექტემბერი, 4:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10