x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
უკრაინაში სკოლის ყოფილმა მოსწავლემ პედაგოგები არბალეტით დაჭრა

image



უკრაინაში, სკოლის ყოფილმა მოსწავლემ საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგები არბალეტით ( ხელით სასროლი ძველებური იარაღი, გაუმჯობესებული მშვილდ-ისარი )დახოცა, იუწყება racurs.ua, უკრაინული პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.





ინციდენტი მოხდა ორშაბათს დილის 10 საათზე, ქალაქ პოლტავაში, მარშალ ბირიუზოვას ქუჩაზე მდებარე სკოლაში. 2002 წელს დაბადებული გოგონა შენობაში შევიდა და არბალეტიდან სროლა მოაწყო, რის შედეგადაც, ორი მასწავლებელი დაშავდა.





შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დამნაშავე დააკავეს. გამოცემის "პოლტავშჩინას" თანახმად, თავდამსხმელი სწავლობდა ამ სკოლაში მე -4 კლასამდე. დანაშაულის მოტივები უცნობია.


0
182
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0