x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ისრაელის ციხიდან 6-მა ტერორისტმა პატიმარმა ტუალეტის ნიჟარიდან, კოვზით გვირაბი გათხარა და გაიქცა

image


ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე დაცული ციხიდან გვიან ღამით ექვსი პატიმარი გაიქცა. როგორც მოგვიანებით აღმოაჩინეს, მათ გვირაბის მეშვეობით მოახერხეს გაპარვა, რომელიც საკანალიზაციო მილის გამოყენებით გაიყვანეს. ინციდენტიშ შესახებ 6 სექტემბერს გახდა ცნობილი.


ვარაუდობენ, რომ მამაკაცებმა თავიანთი საკნიდან გვირაბი გათხარეს რამდენიმე თვის განმავლობაში, რომელიც პირდაპირ გადიოდა გილბოას ციხის კედლების გარეთ მიმავალ გზაზე.


გაქცევის შესახებ ოფიციალურ პირებს ფერმერებმა გააგებინეს, რომლებმაც დაინახეს მინდორში მიმავალი პატიმრები.



გაქცეულთა შორის არის შეიარაღებული დაჯგუფების ალ-აქსას მოწამეთა ბრიგადის ყოფილი ლიდერი და ისლამური ჯიჰადის ხუთი წევრი.


ისრაელის ციხის სამსახურის წარმომადგენელმა გაქცევა აღწერა "უსაფრთხოების და სადაზვერვო სამსახურის მთავარი წარუმატებლობა"; პალესტინის შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა კი, ამ ფაქტს "გმირული" უწოდეს.


image

imageimage

გვირაბი ციხის კედლებთან ახლოს მდებარე სოფლის მიდამოში, რომლის მეშვეობითაც გაიქნენ ტერორისტები




მას შემეგ რაც ფერმერებმა შეატყობინეს გაქცევის შესახებ, გილბოას ციხეში განგაშის ზარი გაისმა. ეს ციხე კი ცნობილია, როგორც ქვეტნის ყველაზე დაცული სატუსაღო.



როდესაც ციხის თანამშრომლებმა 04:00 საათზე შემოვლა ჩაატარეს, მათ აღმოაჩინეს, რომ ექვსი პატიმარი დაკარგული იყო.


image

გილბოას ციხე

გილბოას ციხე




ითვლება, რომ პალესტინელები გავიდნენ საკანში არსებული აბაზანის იატაკის საკანალიზაციო ხვრელიდან, ამისთვის კი პატიმრებმა ჟანგიანი კოვზი გამოიყენეს, რომელსაც პლაკატის მიღმა მალავდნენ.


ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ ჩინოვნიკები ამოწმებენ ნიჟარის ქვეშ არსებულ პატარა ხვრელს.



image

ნიჟარა საიდანაც გაიქნენ




ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის Shin Bet–ის ინფორმაციით, გაქცეული პატიმრები ციხის გარეთ იყნენ კონტაქტში კონტრაბანდული მობილური ტელეფონის გამოყენებით და გბირაბიდან ამოსვლის შემდეგ ისინი მანქანაში აიყვანეს.


imageimage
გაქცეულები



Times of Israel-ის ინფორმაციით, მათგან ექვსიდან ხუთი უვადო სასჯელს იხდიდა ისრაელებზე სასიკვდილო თავდასხმებთან დაკავშირებით, ხოლო ალ-აქსას მოწამეთა ბრიგადის ყოფილი ლიდერი, ზაქარია ზუბეიდი ციხეში იმყოფებოდა ორი ათეული დანაშაულისთვის, მათ შორის მკვლელობის მცდელობისთვის.


გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სასაზღვრო პოლიციამ და არმიის ჯარებმა, შექმნეს საგზაო ბლოკები, ციხის ახლო მიდამოებში და საზღვრებზე.


ისრაელის პრემიერ მინისტრი ნაფტალი ბენეტიმ განაცხადა, რომ ეს არის მძიმე ინციდენტი, რომელიც მოითხოვს უსაფრთხოების ძალების ყოვლისმომცველ ძალისხმევას გაქცეულთა საპოვნელად.




0
188
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0