x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჟან პიერ ადამსი,რომელიც 39 წელი ნარკოზიდან ვერ გამოვიდა,73 წლის ასაკში გარდაიცვალა
image

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხურთელი, ჟან- პიერ ადამსი, რომელიც ექიმი ანესტოზოლოგის შეცდომის გამო ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა და 39 წელი კომაში იმყოფებოდა, 73 წლის ასაკში გარდაიცვლა, ამის შესახებს წერს გამოცემა Daily mail-ი.


საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ყოფილმა მცველმა ჟან- პიერ ადამსმა 1981 წელს, 33 წლის ასაკში დაასრულა საფეხბურთო კარიერა, ბოლოს ცოტა ხანი ითამაშა სამხრეთ ბურგუნდიის სამოყვარულო კლუბ "შალონეში". მის პარტნიორებს შორის იყო იოზეფ კლოზე - მომავალში მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის მიროსლავ კლოზეს მამა.


ადამსი მწვრთნელობას აპირებდა- და სწავლა უკვე დაწყებული ჰქონდა, ჯერ კიდევ "შალონეში " მოთამაშე-მწვრთნელობას ირგებდა.



image

1982 წელს ჟან-პიერი, მალევე საკუთარი დაბადების დღის შემდეგ, გაემგზავრა დიჟონში მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე, მაგრამ იქ მან დააზიანა მყესი და მკურნალობა დასჭირდა. 1982 წლის 17 მარტის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.ერთი დაგეგმილი ოპერაცია მუხლზე, რომელსაც უამრავი სპორტსმენი თუ არასპორტსმენი იკეთებს და თითქოს არავითარი გართულება არ უნდა მოყოლოდა, სამწუხაროდ საბედისწეროდ დასრულდა ექიმების ელემენტარული შეცდომის გამო ;ფეხბურთელი ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა..იმ დღიდან მოყოლებული ჟან პიერი გონზე მოსული აღარავის უნახავს.

image

1990-იანი წლების შუა ხანებში სასამართლომ გამოიტანა პირობითი სასჯელი ანსთეზიოლოგის და მის თანაშემწე სტაჟიორის მიმართ, აგრეთვე დააკისრა უაღრესად სასაცილო ოდენობის ჯარიმა - 815 აშშ დოლარი-დღეისთვის ადამსების ოჯახი ბევრად მეტს იხდის.


მთელი ამ წლების განმავლობაში ჟენ პიერს მისი მეუღლე ბერნადენტი უვლიდა, იმ დროისთვის 13 წლის დაქორწინებული იყო და ჰყავდათ ორი შვილი ლორენსი(დაბ.1969წ) და ფრედერიკი(1976წ), მანამდე ექიმებმა ევთანაზია შესთავაზეს, თუმცა ბერნადენტმა კატეგორიული უარი განაცხადა, ქმარი სახლში წაიყვანა .ამ 39 წლის მანძილზე იგი ჟან -პიერს ბანდა, ტანსაცმელს და თეთრეულს უცვლიდა, ასმენინებდა საყვარელ მუსიკას, ერადერთი რისიც ეშინოდა ბერნანდეტს ის იყო, რომ მის მეუღლეზე ადრე არ მოკვდარიყო, "ვიღა მოუვლიდა მერე ჟან პიერს?"...

image

ამ წლების განმავლობაში ბერნანდეტს იმედი ჰქონდა, რომ მედიცინაში რაიმე სიახლე იქნებოდა და ჟან-პიერის კომიდან გამოყვანას შეძლებდა, თუმცა სამწუხაროდ იმედი გადაუწურეს.

image

0
168
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0