x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
ისრაელის საზოგადოება ორად გაიყო-დაისაჯოს თუ არა პედოფილის მკვლელი 16 წლის ბიჭი?
image

ისრაელის პროკურატურამ ბრალი წაუყენა 16 წლის მოზარდს, რომელმაც 42 წლის პედოფილი დანით განზრახ მოკლა. გამომძიებლების თქმით, მკვლელობა საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი.



ახალგაზრდა ებრაელმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, გადაწყვიტა აეღო მისია საკუთარ თავზე და გაეწმინდა სამყარო პედოფილებისგან - ყოველ შემთხვევაში ასე წერია მის კომპიუტერში ნაპოვნ ტექსტში, რომელიც მოზარდმა მკვლელობის ჩადენიდან მალევე დაწერა.


მოკლულია - ჰაიმ ვიზმანი, (მთავარი ფოტო)ადრე პედოფილიის გამო ნასამართლევი, მოზარდმა იგი ინტერნეტით გაიცნო. ხანმოკლე ვირტუალური კომუნიკაციის შემდეგ დაინიშნა ნამდვილი შეხვედრა, რომელიც საბედისწერო გახდა პატარა ბიჭების მოყვარული პედოფილისათვის - მოზარდმა თან წაიყოლა წინასწარ სპეციალურად შეძენილი დანა და აამოქმედა კიდეც.




მოგვიანებით, ახალგაზრდამ კომპიუტერში წაშალა მთელი მიმოწერა. თუმცა, პოლიციას არ გაუჭირდა ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენა.



თავდაპირველად, მოზარდმა სრულად უარყო მსხვერპლის ნაცნობობა, შემდეგ თქვა, რომ მის მხრიდან თავდასხმას და გაუპატიურების მცდელობას ჰქონდა ადგილი, რის გამოც მკვლელობა თავდაცვის მიზნით ჩაიდინა. კითხვაზე, თუ რატომ მივიდა დანით მასთან, ახალგაზრდამ თქვა, რომ გარდაცვლილმა მას თავად სთხოვა ამის შესახებ, თითქოსდა, ის ხის ჩუქურთმების ამოტვიფრით იყო დაკავებული.



გამოცდილი პოლიციელებისთვის რთული არ აღმოჩნდა სიმართლის გარკვევა. მოზარდის კომპიუტერში ნაპოვნმა ტექსტურმა ფაილმა ყველაფერი გამოაშკარავა, რომელშიც ის განიხილავს მისი მოქმედების მორალურ საფუძვლებს და ყოყმანის გარეშე გეგმავს მომდევნო მკვლელობებს.



ამ ამბის გამო ებრაული საზოგადოება ორად გაიყო, ერთნი მიიჩნევენ ლინჩის წესით გამოტანილი სამართალი, რაც არ უნდა ამაზრზენი იყოს დამნაშავე, არასწორია და ამისთვის არსებობს სამართალი, ხოლო მეორე ნაწილი აშკარად სიმპატითაა განწყობილი 16 წლის მოზარდის მიმართ, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა "პედოფილებისგან გაეწმინა ეს ქვეყანა".



ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სასამართლომ განაჩენის გამოტანის დროს შეიძლება გამოიჩინოს შემამსუბუქებელი გარმოებები არასრულწლოვან დამნაშავეზე, თუმცა კანონი არ ცნობს მოკლულის კრიმინალურ წარსულს, დამნაშავესათვის შემამსუბუქებელ გარემოებად.


0
309
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0