x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
8 საინტერესო ფაქტი ცნობილი ფილმების გადაღებებიდან, რომლებიც შეიძლება ნამდვილმა კინომოყვარულებმაც არ იცოდნენ

ხშირ შემთხვევაში, ფილმებს ზედმიწევნით სცენარის მიხედვით არ იღებენ, ხშირად გარკვეული ნიუანსები მსახიობებს შეაქვთ, ან რეჟისორებს ახალი იდეებით. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ცნობილი ფილმების გადაღებებიდან, რომელთა შესახებ ბევრმა არც იცის:

1. ლამაზმანი

ჯულია რობერტსი ფილმში შიშველი სცენების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ამიტომაც ზოგიერთ სცენაში ჯულია პროფესიონალმა მოცეკვავემ შელი მიშელმა ჩაანაცვლა. ასევე, ყველასთვის ნაცნობ პოსტერზე ჯულიას დუბლიორის სხეულია და მას მხოლოდ მსახიობის თავი მიამაგრეს. ასევე, შეამჩნიეთ თუ არა, რომ ამავე პოსტერზე რიჩარდ გირს მუქი ფერის თმა აქვს, ფილმში კი ჭაღარაა.image

2. 40 წლის ვაჟიშვილი

გახსოვთ მთავარი გმირის ეპილაციის სცენა? სტივ კარელს ეს პროცედურა ნამდვილად უნდა შეეგრძნო. რეჟისორი ერთდროულად 5 კამერას იყენებდა იმისათვის, რომ ეს “მტკივნეული" სცენა 1 დუბლით გადაეღო.image

3. წვეულება ვეგასში

სცენარის მიხედვით ედ ჰელმსის გმირი წვეულების შემდეგ წინა კბილს კარგავს. ფილმის შემქნელებს გრიმის გამოყენება არ მოუწიათ, რადგან მსახიობს წინა კბილის იმპლანტი ჰქონდა ჩასმული, ამიტომ, სცენებისთვის ის დროებით ამოიღო.image

4. ნათება

საშინელებათა ჟანრის კლასიკის, “ნათების" რეჟისორი სტენლი კუბრიკი პერფექციონიზმით იყო განთქმული. ამიტომ, ნაცვლად 17 კვირისა, როგორც გათვალისწინებული იყო ფილმის გადაღებები, დასასრულებლად 51 კვირა დასჭირდათ. ასევე, დიალოგის სცენა ჯეკ ნიკოლსონსა და შელი დიუვალს შორის 127-ჯერ გადაიღეს.image

5. მატრიცა

სიმონ უაიტლიმ მატრიცას მთავარმა დიზაინერმა მთავარი შთაგონება ცოლისგან მიიღო. კერძოდ კი მისი იაპონური კულინარიის წიგნი გამოიყენა ეკრანებზე მწვანე ხაზებისთვის.image

6. კარტი, ფული და ორი ლულა

გაი რიჩის პირველი ფილმი, რომელმაც მას, როგორც რეჟისორს წარმატება მოუტანა. მაგრამ როგორ შეძლო ნაკლებად ცნობილმა რეჟისორმა ლეგენდარული სტინგის მიწვევა ფილმში? საქმე იმაშია, რომ მომღერლის ცოლი, ტრუდი სტაილერი საწარმოო სააგენტოს მმაართველი იყო, ერთ დღეს მან ფილმის მოკლე ვერსია ნახა და იმდენად მოეწონა, რომ ინვესტირება გადაწყვიტა და მეტიც, ქმარი დაარწმუნა მონაწილეობა მიეღო ფილმში.image

7. საძულველი რვიანი

ფილმის ერთ-ერთ სცენაში კურტ რასელის პერსონაჟი გიტარას ამტვრევს. მარტინის მუზეუმმა რეჟისორს იშვიათი, 1870 წელს დამზადებული გიტარა გადასცა მისი ასლების დასამზადებლად. კადრში ნამდვილი გიტარა არ უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ საქმე ისე წავიდა, რომ მსახიობმა შემთხვევით ორიგინალი გიტარა გატეხა. შედეგად მუზეუმმა განაცხადა, რომ ფილმებისთის გიტარას აღარასოდეს ათხოვებენ.
image

8. ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი

ფილმის დასაწყისში Warner Bros. Pictures ის ლოგოზე კარგად ჩანს ლორდი ვოლდემორტი გველი ნაგინი.image












0
269
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0