x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ჯგუფ Girls Aloud-ის სოლისტი სარა ჰარდინგი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა
image

სარა ჰარდინგის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ინსტაგრამზე არტისტის დედამ გაავრცელა. მშობელი აღნიშნავს, რომ მომხდარმა ამბავმა გული მოუკლა.


”სამწუხაროდ, ჩემი ულამაზესი ქალიშვილი სარა გარდაიცვალა. როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, იგი მედგრად ებრძოდა კიბოს დიაგნოზის დასმიდან ბოლო დღემდე. მე ვიცი, რომ მას არ სურდა იგი ახსოვდეთ ამ საშინელ დაავადებასთან ბრძოლის გამო - ის იყო კაშკაშა, ნათელი ვარსკვლავი და ვიმედოვნებ, რომ მას ასე გაიხსენებენ, ” - წერს სარას დედა.

image


ჰარდინგმა იცოდა, რომ მალე მოკვდებოდა. 2021 წლის მარტში მომღერალმა განაცხადა, რომ მისი მკერდზე გაჩენილი სიმსივნე განუკურნებელია, ასე რომ, იგი შობამდეღა თუ იცოცხლებდა. ამავდროულად, ვარსკვლავის თაყვანისმცემლებს ჯერ კიდევ ჰქონდათ სასწაულის იმედი. მომღერლის ათასობით გულშემატკივარი მთელი მსოფლიოდან სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს.



სარა ბავშვობიდან ოცნებობდა სცენაზე გამოსვლაზე. 2002 წელს მან მიიღო მონაწილეობა BBC Fame Academy– ის პროგრამაში, მაგრამ ჩაფლავდა.


გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჰარდინგი გახდა ჯგუფ Girls Aloud-ის წევრი. სწორედ ამ ჯგუფმა გახადა მომღერალი ცნობილი მთელ მსოფლიოში. Girls Aloud– მა ჩაწერა 5 ალბომი და 22 სინგლი, რომელთაგანაც 2 ალბომი UK Albums Chart სათავეში მოექცა და პლატინის სტატუსი მიიღო, ხოლო სინგლებიდან ითხმა სიმღერამ №1 ადგილი დაიკავა UK Singles Chart-ში, ხოლო ოცი სიმღერა ტოპ-10-ში მოხვდა.თუმცა, 2013 წელს ჯგუფი დაიშალა.

image

ჯგუფის დაშლა ნაწილობრივ გამოწვეული იყო სარას ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემებით. ჯერ კიდევ 2011 წელს მომღერალი სამხრეთ აფრიკის სარეაბილიტაციო ცენტრში აღმოჩნდა. ამის შემდეგ, იგი რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა გამკლავებოდა ალკოჰოლთან დამოკიდებულებას და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.


2021 წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ მემუარებში ჰარდინგი წერდა, რომ მან გაიარა ჯოჯოხეთი, მაგრამ საბოლოოდ განიწმინდა, რამაც შეაყვარა ცხოვრება.



0
312
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0