x
მეტი
  • 27.10.2021
  • სტატია:115287
  • ვიდეო:354182
  • სურათი:489068
მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი
imageადამიანი ჯერ კიდევ უძველეს ხანაში ქმნიდა არქიტექტურულ საოცრებებს. ეს ნაგებობები იმდენად გრანდიოზული და სრულყოფილია, რომ XXI საუკუნეშიც კი იწვევს ჩვენს გაოცებასა და აღტაცებას.


image
სტოუნჰენჯი. დიდი ბრიტანეთი. ბრინჯაოს ხანა. ამ გიგანტური ლოდების - მეგალითებისგან შექმნილი კომპლექსის დანიშნულება ბოლომდე გარკვეული არაა.
სავარავუდოდ, ეს უძველესი რელიგიის - მზისთაყვანისცემის ცენტრი იყო.


ძველი მსოფლიოს საოცრებებს ეკუთვნის აგრეთვე შუამდინარეთში გავრცელებული უზარმაზარი საფეხურებისებრი კოშკები, რომელთა თავზე მოთავსებული იყო ტაძარი - ზიკურატები.


imageმათშორის ყველაზე დიდი იყო ე.წ. ბაბილონის გოდოლი. ბიბლიის თანახმად, იგი განრისხებულმა უფალმა დაანგრია. ბაბილონის გოდოლი ადამიანის ცოდვების სიმბოლო გახდა. ამერიკელი რეჟისორის ჯ. ჰასტინის ფილმმა "ბიბლია" გოდოლის დანგრევის სცენებით მსოფლიოში გაითქვა სახელი.



imageჰოლანდიელი მხატვრის პიტერ ბრეიგელის აზრით, სწორედ ასეთი იყო ბაბილონის გოდოლი.


არაერთი არქიტექტურული შედევრი დაგვიტოვა ანტიკურმა სამყარომაც. მათ შორის ყველაზე ცნობილია ათენის აკროპოლისის კომპლექსი და რომის კოლიზეუმი, რომელშიც სანახაობები იმართებოდა- გლადიატორთა ბრძოლები, ეტლების შეჯიბრება და სხვ.


imageimageისლამური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობა და ისლამის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდეა ე.წ. ომარის მეჩეთი იერუსალიმში. იგი არაბთა სახალიფოს დიდებას განასახიერებდა.


image

ერთადერთი არქიტექტურული ნაგებობა, რომელიც კოსმოსიდან ჩანს ესაა ჩინეთის დიდი კედელი. რომელიც ქვეყანას მთელ ჩრდილოეთ საზღვარზე გასდევს. იგი მსოფლიოში უდიდესი თავდაცვითი ნაგებობაა.

imageთანამედროვე არქიტექტურაც მრავალ საოცრებას გვთავაზობს, ახალი მასალები, ახალი ტექნოლოგიები, მეცნიერული მიღწევები მეტ გასაქანს აძლევს არქიტექტორთა ფანტაზიას.


image
ეს ბათუმის კაფე ფანტაზიაა, რომელიც სამწუხაროდ ძლივს გადაურჩა საბოლოო დემონტაჟს.


image

0
214
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
Mediator image
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0