x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134466
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
საქართველოს დიდი მეგობარი არტულ ლაისტი ქართული ენის შესახებ

image


"ქართული ენის წარმოშობას გულმოდგინედ სწავლობენ, მაგრამ დღემდე ის მაინც გარკვეული არ არის.
პეტერბურგის აკადემიის წევრი მარი ბროსე, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა ქართული და ამ ენის განვითარების გზა ნათლად დაგვისახა, ფიქრობდა, იგი ინდოევროპულს ენათესავებაო, მაგრამ ამავე დროს, იმასაც დასძენდა, რომ ქართული ენის ძირს ზემოთხსენებულ ენების ჯგუფიდან არაფერი აქვს საერთოო.
სავარაუდოა, რომ ეს ენა ინდოევროპული წარმოშობისა არ არის.
მის განვითარებაზე შემდეგ გავლენა იქონია სპარსულმა, ზენდურმა (იგივე ავესტური ენა - ძველი ირანული ენის დიალექტი, რომელიც შემონახულია ზოროასტრიზმის საღვთო ტექსტების კრებულში — ავესტაში) და სანსკრიტულმა.
დამწერლობის შემოღებას საკუთარ ქვეყანაში ქართველები ალექსანდრე მაკედონელის თანამედროვეს ფარნაოზ მეფეს, მათი სახელმწიფოს დამაარსებელს მიაწერენ.
ქართული დამწერლობა ზენდური წარმოშობისაა.
მეოთხე საუკუნეში სამღვდელოებამ კერპთაყვანისმცემლობის აღსაგველად ძველი ლურსმული, ანუ ხაზობრივი დამწერლობის ნაცვლად მრგვლოვანი ხელი შემოიღო. ასოების ასეთი მოყვანილობა ოდნავ აძნელებს კითხვას.
ამისი მიზეზი მათი სიმრავლეცაა.
მათი რიცხვი დიდია, სულ - 38.
მაგრამ ასოების სიმრავლის გამო მართლწერა მაინც არ წარმოადგენს სიძნელეს, თუ კარგად იცით ასოების წაკითხვა და გამოთქმა, ადვილად შესძლებთ ქართულად წერასაც.
როგორც ყველგან, ისე საქართველოშიც მწერლობა და მეცნიერება პირველ ხანებში სასულიერო წოდების ხელში იყო.
ამ წრის მთავარი მიზანი კი საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრება იყო."
0
174
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0