x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ბოლო 1 წელიწადში გაძვირებული ცხოვრება-საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს
image

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7
პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტია.



რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აგვისტოში, გასული
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური
საბაზო ინფლაციის2
მაჩვენებელი კი 6.8 პროცენტით განისაზღვრა.



ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:



სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:


  • რძე, ყველი და კვერცხი - 3.8%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 2.6%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 2.1%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 1.2%;
  • თევზეული - 1.1%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 1.0%

ფასები შემცირდა:


  • ზეთსა და ცხიმზე - 2.1%-ით;
  • ხილსა და ყურძენზე - 1.5%-ით

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა:


  • პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 1.2%;
  • სატრანსპორტო მომსახურებაზე - 0.9%
  • სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე - 0.5%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა:
  • ღამის გასათევით მომსახურებაზე - 7.2%;
  • საზოგადოებრივ კვებაზე - 1.1%


საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასები გაიზარდა:



  • ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე - 4.3%;
  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 0.5%;

რაც შეეხება წლიური ინფლაცია და წლიური ფასების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში.



სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა:


  • ზეთი და ცხიმი - 43.9%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 42.2%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 17.3%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 16.9%;
  • პური და პურპროდუქტები - 13.0%;
  • თევზეული - 11.9%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 11.5%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 8.3%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 6.8%;
  • ხილი და ყურძენი - 5.4%;

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა:



  • პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 32.5%;
  • სატრანსპორტო მომსახურებაზე - 4.6%;
  • სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე - 2.9%;

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასები გაიზარდა:



  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 13.5%;
  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 7.1%;
  • წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება - 4.5%;

ჯანმრთელობის დაცვა, ჯგუფში ფასები მომატებულია:



  • სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 17.9%;
  • საავადმყოფოების მომსახურების - 5.3%;
  • ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება - 5.0%.

3
73
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
73
  
2021, 4 სექტემბერი, 8:10
ადრე მოვუსმინე დინამოს ექიმს და ასე მეძახოდნენ " დინამოს ექიმი ბ ო ზ ი " და ამ მონაცემებზე ერთი კომენტარია ნაღდი,ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბ ო ზ ი
2021, 4 სექტემბერი, 8:06
ამაზე მსჯელობა და პრობლემის წინ წამოწევა არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს ან პოლიტიკოსს არ დაუწყია ერთის გარდა. არადა ჩვენი პრობლემის სათავე არის აღნიშნული სუბიექტი "საქართველოს ეროვნული ბანკი" და არასტაბილური ეროვნული ვალუტა. ახლა იმ ერთ კაცზეც,ეს კაცი არის ალექსანდრე რაქვიაშვილი პარტია გირჩიდან,ძველი, სამმუშკეტერიანი გირჩიდან. როცა ეს მადლიანი კაცი საუბრობდა ამ პრობლემაზე,პარლამენტში მუშტიკრივი მიდიოდა ხან და ხან ნაცის ქოცზე გადაჯდომის მცდელობები,ერთხელ ქოცმა კაცმა ნაც ქალს ძუძუებში სტაცა ხელი საერთოდაც. ამაზე აღარ გავაგრძლებ,სხვა დროს იყოს. ეს ალექსანდრე არის/იყო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის დეკანი,ადრე მოსკოვში მოღვაწეობდა და ერთი სიტყვით,მაგარი მცოდნე კაცია და საკმაოდ ჭკვიანი.რუსეთში მოღვაწეობდამ არ შეგაშინოთ,პუტინის აგენტი არ არის :) ამ კაცმა დაიწყო საგნობრივი მსჯელობა ამ საკითხზე პარლამენტში და ბევრჯერ გატისკა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი. ესენი სამი დებუტატით არიან წარმოდგენილები საქართველოს პარლამენტში და კი გვაქვს განვითარების 1.5%-3% შანსი. რა გამოდის,რომ მოსახელობის 3% ესმის და მზად არის რეალური პრობლემების მოგვარებაზე დაიწყოს მუშაობა. ბევრი რო არ გავაგრძელოთ,გინდათ რო ეს ქვეყანა წავიდეს წინ და განვითარდეს,მაშინ მოუსმინეთ რაქვიაშვილის დარ ხალხს. შეიძლება არ მოგწონდეთ და წესით არ უნდა მოგწონდეთ პოლიტიკოსი,მით უფრო გიყვარდეთ,მაგრამ საქმე უნდა გააკეთებინოთ.
2021, 4 სექტემბერი, 7:53
კინაღამ 13% გვაქვს ინფლაცია ე.ი. 13% გაგვიძვირდა ცხოვრება ან სხვანაირად რო ვთქვათ,ჩვენი სამომხმარებლო ხარჯებში 13% მეტი თანხა გვჭირდება. ამაში დამნაშავე კი ვართ მთელი საქართველო. ვიცი,ბევრი ამ ყველაფერზე გინებას მთავრობას დაუწყებს(აგინეთ კაცო,პრობლემა არაა),მაგრამ მთავრობა არ არის მთავარი დამნაშავე. ისიც ვიცი,რომ საქართველოში გვიჭირს რაღაცეების გააზრება,დაჯერება და მცოდნე ხალხის მიყოლა,თუ ეს მცოდნე კაცი კაბაში და წვერში არ გვეჩითება. ეხლა დამნაშავეზედ,ეროვნული ბანკი არის ამ ყველაფერში დამნაშავე თავისი გაუაზრებელი და მავნებლური გადაწყვეტილებებით. რატომ ხდება ფასების მატება?! როცა პროდუქტის/მომსახურების რაოდენობასა და ფულის მასის დისბალანსია. სხვანაირად რო ვთქვათ,იმაზე მეტი ფული არის მიმოქცევაში,ვიდრე ჩვენს ქვეყანაში წარმოებულ მომსახურებას.პროდუქტებს სჭირდება. დავუშვათ,რომ ადამიანის შემოსავალი არის 100 ლარი და ბაზარზე მხოლოდ 100 კგ კარტოფილი იწარმეობა.გამოდის რო 1კგ კარტოფილი ლარი ღირს. ერევა სებ და ზრდის ფულის მასას 100 ლარით,რა მოხდება?! მოხდება ის რო 1 კგ კარტოფილი 2 ლარი ეღირება.
0 1 3