x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე კეთილი და დიდსულოვანი ადამიანები – ანგელოზის სულის მქონე 3 ზოდიაქოს ნიშანი

ასტროლოგებმა განსაზღვრეს, თუ ზოდიაქოს რომელ ნიშანს აქვს ყველაზე კეთილი და სუფთა გული. ზოგადად, ადამიანის სულს ორი მხარე აქვს — ანგელოზის და დემონის. და ისინი პლანეტაზე ჩაოდიან, რომ ადამიანების კეთილი და ბოროტი განზრახვები დააბალანსონ. სული–დემონები ადამიანებს სირთულეების გადალახვაში, უბედურების დაძლევაში და დანაკარგთან შეგუებაში ეხმარებიან. სული–ანგელოზები კი, მათ სიყვარულს და სიკეთეს ასწავლიან. ალბათ, ბევრს ენდომება ანგელოზის სული, რომ მსოფლიო უფრო ნათელი და უსაფრთხო გახადოს. თუმცა, ასეთი სული ყველას არა აქვს — ეს მხოლოდ «რჩეულების» ხვედრია. ასტროლოგებმა განსაზღვრეს ადამიანის ხასიათის ციურ სხეულებზე დამოკიდებულება და გამოავლინეს სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლის წარმომადგენლებსაც ანგელოზის სული აქვთ. ეს ნიშნებია:


image


სასწორი


ამ ნიშნით დაბადებულები, ანგელოზის ხასიათით, ყველაზე მეტად არიან დაჯილდოვებულნი. მათ ყველაზე მეტად ახასიათებთ, სხვისი პრობლემის გაგების და საკთარ თავზე აღების თვისება. სასწორების ცხოვრებაში უამრავი წარმატების და დაცემის მომენტია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ სხვის უბედურება ყოველთვის გულთან მიაქვთ და დახმარებას სთავაზობენ... და თუ საჭირო გახდა, სხვის დასახმარებლად, საკუთარ ჩვეულ ცხოვრებაზეც კი ამბობენ უარს. ამასთა, ამ ყველაფერს, ყოველგვარი ანგარების გარეშე აკეთებენ. ისინი არჩევანის წინაშე რომ დადგნენ, საკუთარ და სხვის საქმეს შორის, თავს დაიზარალებენ და სხვას არავითარ შემთხვევაში არ აზარალებენ.

გარდა ამისა, ამ ნიშნის წარმომადგენლები დახვეწილი სილამაზის შეგრძნებით არიან დაჯილდოვებულნი. მათ შეუძლიათ სიალამაზის აღქმა იქ, სადაც მას სხვები ვერ ხედავენ. ფლობენ შემოქმედებითი ნიჭსაც და კარგი სულიერი განწყობის შექმნა, თავადაც შეუძლიათ. ეს ადამიანები ანგელოზის მოთმინებასაც ფლობენ და მათ ახლობლებს ნამდვილად გაუმართლათ, რომ მასთან ერთად იმყოფებიან. სასწორები ცდილობენ, რომ ყოველთვის გაწონასწორებულები და მშვიდები იყვნენ. ამიტომ, მათი გამოყვანა სულიერი კომფორტიდან ძალიან რთულია.

ამ ნიშნით დაბადებულები მოკრძალებულ და სამართლიან ადამიანებად ითვლებიან, რომლებიც მწვავედ რეაგირებენ აგრესიის და ნეგატივის გამოვლინებაზე. ასტროლოგები თვლიან, რომ ისინი, ანგელოზის სულის მქონე ადამიანებს შორის, პირველ ადგილზე არიან.

სასწორის მისია — ირგვლივ სილამაზის შექმნაა. მათ ჰარმონია და შემოქმედებითი ენერგია მოაქვთ და ამიტომ, მათ სიახლოვეს, ადამიანებს ნათელი მომავლის რწმენა ესახებათ.


მერწყული


ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები სიბრძნით და სიმშვიდით არიან დაჯილდოვებულნი. მათ ყველაზე დიდი გული აქვთ, ზოდიაქოს ნიშნებს შორის და მასში, ყოველთვის მოიძებნება ადგილი, როგორც სიხარულის, ისე ტკივილისთვის. მათ, დამსახურებულად შეგვიძლია, სულების მკურნალი ვუწოდოთ. ამიტომ, ისინი ყველაზე ხშირად არიან დაკავებულნი ქველმოქმედებით და ადამიანის უფლებების დაცვით. ყოველივე ეს კი, იმის მიზეზი ხდება, რომ მათ საკუთარი ოჯახის შესაქმნელად, დრო აღარ რჩებათ — არა აქვთ დრო საკუთარი ცხოვრებისთვის, რადგან ყოველთვის სხვის დასახმარებლად ისწრაფვიან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადასარჩენი არავინ ჰყავთ, მაინც პოულობენ ვინმეს, ვისაც დახმარება ესაჭიროება... და ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებენ.

გარდა ამისა, ამ ადამიანებს შესანიშნავი ინტუიცია გააჩნიათ და იმის გარკვევა შეუძლიათ, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდნენ, წარმატების მისაღწევად, თან ისე, რომ უსიამოვნება თავიდან აიცილონ. ხოლო, სირთულეებს ისინი ფილოსოფიური თვალსაზრისით განიხილავენ, რაც მათ ჯანმრთელობის დაცვის საშუალებას აძლევს და საციცოცხლო ენერგიის ხარჯვისგან იცავთ. ასეთ ბრძენ და რაციონალურ ადამიანებთან კი, რჩევისთვის ყოველთვის მიდიან.

მერწყურები ძალიან დიდსულოვანი ადამიანები არიან და თუ ეს საჭირო იქნება, შეუძლიათ მთებიც კი გადააბრუნონ. ადამიანს კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში შორდებიან, თუ მისგან რამე ძალიან ეწყინებათ.


თევზები


ამ ნიშნით დაბადებულებს, წარმოუდგენლად დიდი, ინტუიციის გრძნობა გააჩნიათ. მათ შეუძლიათ ფარული ცოდნის მფლობელებიც იყვნენ და ის დაინახონ, რაც სხვების მხედველობისთვის მიუწვდომელია. ისინი შესანიშნავი ფსიქოლოგები არიან. შეუძლიათ ადამიანის სულის განკურნება და მის ჭეშმარიტების გზაზე დაყენება. გარდა ამისა, ისინი ადამიანებს ცხოვრების არსის პოვნაში და საკუთარი დანიშნულების გაცნობიერებაში ეხმარებიან.

ინტუიციით, «თევზები» ისე ოსტატურად სარგებლობენ, რომ ადამიანს ღვთაებრივი შედევრების შექმნაში ეხმარებიან, — გენიალური იდეები პირდაპირ მათი სულებიდან ამოაქვთ. რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდონ ხელი, მათ ყველაფერი იდეალურად გამოსდით. ამაზე კი, რა თქმა უნდა, დიდი ძალა და ენერგია ეხარჯებათ. თუმცა, მათ თვითაღდგენის დიდი უნარიც გააჩნიათ, რასაც ისინი ქვეცნობიერის დონეზე აკეთებენ.

«თევზების» მისია ადამიანებისთვის სიხარულის დაბრუნება, იმედის და ნათელი მომავლის რწმენის ჩანერგვაა. საკუთარი ოპტიმიზმით და უდიდესი ენერგიის წყალობით, მათ შეუძლიათ სამყარო უფრო მშვენიერი გახადონ.

imageimageimage

არხის სხვა სიახლეები:


თუ ფიქრობთ, რომ იღბალმა ზურგი გაქციათ... ეს ფოტოები ნახეთ და მიხვდებით, რომ თქვენზე ცუდ დღეში სხვები არიან


ანეკდოტები და ფრაზები კარგი განწყობისთვის


რა ხდებოდა ოსმალეთის სულთნის ჰარემში? – რეალური ფაქტები


«ვაქცინა მხოლოდ 6 თვის მანძილზე მოქმედებს» – განაცხადა ისრაელის COVID–მენეჯერმა


30 სასაცილო და საინტერესო ფოტო, გუნება–განწყობის ასამაღლებლად


გლორია პირესი – რატომ დატოვა ბრაზილიური სერიალების ვერსკვლავმა სამშობლო და როგორ ცხოვრობს ახლა?


25 «ტვინის საჭყლეტი» – რთული და ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს)


0
994
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
994
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0