x
მეტი
  • 17.10.2021
  • სტატია:115027
  • ვიდეო:354126
  • სურათი:488889
ორი ინექცია წელიწადში შეამცირებს ქოლესტერინის დონეს – მეცნიერებმა ახალი თაობის პრეპარატი შექმნეს
image


ინგლისისა და უელსის მაცხოვრებლებისთვის სულ მალე ხელმისაწვდომი იქნება ძვირიანი, მაგრამ ძალიან ეფექტური პრეპარატი, რომელსაც ქოლესტერინის შემცირების უნარი აქვს. ამასთან, წამალს მიიღებენ ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ხაზით – ანუ უფასოდ.


აღნიშნული სამსახურის გათვლით, თუ ახალ პრეპარატ ინკლიზირანს პაციენტს წელიწადში 2-ჯერ შეუყვანენ, ამით 30 ათას სიცოცხლეს გადაარჩენენ 10 წლის მანძილზე.

პრეპარატის ერთი დოზა 2000 ფუნტი (2750 დოლარი) ღირს, მაგრამ კომპანია Novartis, რომელიც წამალს უშვებს, დათანხმდა ფასდაკლებით მიწოდებაზე, რომლის რაოდენობას არ ასაჯაროვებენ.



ეროვნული ინსტიტუტის (NICE) რეკომენდაციაში, რომელიც კლინიკურ კვლევებს ეფუძნება, აღნიშნულია რომ ინკლიზირანი ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, მაშინ როდესაც სხვა, გაცილებით იაფი წამლები, მაგალითად სტატინები, ან არ მოქმედებს ან არა საკმარისად ეფექტურად მუშაობს.


NICE, სერტიფიცირებული პრეპარატები ინგლისსა და უელსში, ისეთი ადამიანებისთვის იძლევა რეკომენდაციას, ვინც ინსულტი ან გულის შეტევა გადაიტანა, რომელთაც არ შველის ქოლესტერინის დამწევი სხვა წამლები. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ეს მათ დაეხმარება შემდგომში სიცოცხლისთვის სახიფათო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებაში.


თუმცა, ამ პრეპარატის ხანგრძლივი ეფექტურობის მტკიცებულება ჯერ არ არის. მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ მისი გამოყენება შეიძლება უკვე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.


შოტლანდიაში, სადაც წამლების სერტიფიცირების საკუთარი ინსტანცია აქვთ, აგვისტოში რეკომენდაცია გაუწიეს ინკლიზირანის განსაზღვრული რაოდენობით მოხმარებას.


NICE –ის რეკომენდაციაში მითითებულია, რომ ინკლიზირანის ნემსი უნდა გაკეთდეს მედდის მიერ, მაგალითად, საერთო პრაქტკის მქონე ექიმის კლინიკაში.



ასევე დაგაინტერესებთ:


სელის თესლი ბოტოქსის ნაცვლად – შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ!


ყველასთვის ცნობილი მცენარე, რომელის წვენი 10 დაავადებისგან განკურნავს ჩვენს ორგანიზმს



სისხლძარღვების გაწმენდა ორი პროდუქტის საშუალებით, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია


როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი – 8 ეფექტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი მეთოდი


საოცარი სასმელი, რომელიც აძლიერებს სისხლძარღვებს და გამოაქვს ტოქსინები ნაწლავებიდან


რატომ არ უნდა მივირთვათ ახალგამომცხვარი ცხელი პური? ამის ცოდნა მნიშვნელოვანია!


ღვიძლის და სისხლის გაწმენდა მხოლოდ 1 ხელმისაწვდომი ინგრედიენტით


0
287
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0