x
მეტი
  • 09.12.2021
  • სტატია:115498
  • ვიდეო:352861
  • სურათი:489386
პუტინმა კორონავირუსის წარმოშობაზე საკუთარი აზრი გამოთქვა
image

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოუწოდა არ გახდეს პოლიტიზირებული კორონავირუსის წარმოშობის თემა. მან ამის შესახებ ისაუბრა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე, იუწყება ТАСС.


"აუცილებელია გაირკვეს ამა თუ იმ ფენომენის მიზეზები, წარმოშობა. უბრალოდ არასწორია მისი პოლიტიზირება, ” - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა. მისი თქმით, პოლიტიზირება უმალ ამცირებს ნდობას დასკვნების მიმართ.მისი აზრით კვლევა უნდა ტარდებოდეს ობიექტური მასალების საფუძველზე.


პუტინმა დასძინა, რომ არსებულ პირობებში მნიშვნელოვანია ერთად ვებრძოლოთ პანდემიას და მის შედეგებს, ვინაიდან ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანია მთელი კაცობრიობისთვის.



”ვინც პოლიტიზირებას ახდენს, ისინი თვითონ უშვებენ კოლოსალურ, კატასტროფულ შეცდომებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ” - აღნიშნა მან.



მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერება შეაძლებელია ვაქცინაციით. მაგრამ ამის იძულება არ შეიძლება. პუტინის თქმის ვაქინაცია უნდა მოხდეს დაჟინების, დარწმუნების და პატივისცემის გზით.



შეტევა საუკეთესო თავდაცვააო, ცოტა ხნის წინ ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (ჩინეთის CDC) ექსპერტებმა ჩაატარეს ეპიდემიოლოგიური კვლევები და განაცხადეს, რომ კორონავირუსი უხანში შესაძლოა სხვა ქვეყნებიდან გაყინული საკვების იმპორტის შედეგად გაჩნდა, სხვათა შორის ჯანმოს ექსპერტებიც, რომლებიც უხანში იმყოფებოდნენ, წარმოადგინეს ვირუსის გაჩენის ოთხი შესაძლო ვერსია.მათ შორის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის გადაცემა ნახევარფაბრიკატის საკვებიდან არის პანდემიის შესაძლო მიზეზი. ასევე აღინიშნა, რომ პანდემია, სავარაუდოდ, არ არის ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგი.


27 აგვისტოს აშშ -ს დაზვერვის სააგენტოებმა დაასრულეს გამოძიება კორონავირუსის წარმოშობის შესახებ. დაზვერვამ დაასკვნა, რომ კორონავირუსი არ არის ბიოლოგიური იარაღი. ამავე დროს, სადაზვერვო საზოგადოებამ ვერ მიაღწია კონსენსუსს ვირუსის წარმოშობის შესახებ და წამოაყენა ორი ჰიპოთეზა: ზოონოზური, რომლის მიხედვითაც COVID-19 ადამიანზე გადავიდა ცხოველიდან და ლაბორატორია, რომლის მიხედვითაც პანდემია დაიწყო გაჟონვის შედეგად. ამის საპასუხოდ, ჩინეთის ელჩმა ვაშინგტონში აღნიშნა, რომ მტკიცებულება არის არადამაჯერებელი.

0
506
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
506
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0