x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352492
  • სურათი:508412
"ვაჩერებთ საინფორმაციო გადაცემებს" – რა ხდება "ტვ პირველში"

image


"ტვ პირველის" ჟურნალისტი და გადაცემა "რექციის" წამყვანი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმის შესახებ წერს, რომ ტელევიზია ახალი სეზონის დაწყებამდე, ანუ დღეს საღამოს, 19:00-მდე მაუწყებლობას დროებით აჩერებს. პოსტს, რომელიც ტელეწამყვანმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ცოტა ხნის წინ გაავრცელა თქვენც უცვლელად გთავაზობთ: "ჩვენი ტელევიზიის ისტორიაში დღესაა ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, 3 სექტემბერი. დღეს ვიწყებთ ჩვენი არხის ახალი ისტორიის დაწერას… „ტვ პირველის” ახალი სიცოცხლე, ახალი სუნთქვა იწყება დღეიდან. საღამომდე ვაჩერებთ საინფორმაციო გადაცემებს სწორედ ამ მიზნით და ვემზადებით თქვენთან შესახვედრად, ახალ მისამართზე. დღეს საღამოს, ზუსტად 19.00-ზე, ვხსნით ახალ სეზონს და გიჩვენებთ ახალ კოსმოსურ ხომალდს. ახალი სტუდიებით და დიდი გეგმებით. თამამად ვიტყვი, ასეთი ნიუსრუმი საქართველოში არც ერთ არხს არ აქვს. თავადვე დარწმუნდებით, როცა პირველი კადრი გაიხსნება და საკუთარი თვალით იხილავთ “პირველების“ სტუდიას. ხომ და დღეს ვიწყებთ და ზუსტად ვიცი, რომ ეს 3 სექტემბერი არასოდეს დამავიწყდება. გეგმა ასეთია 19.00-ზე ჩვენი ახალი ოფისის პრეზენტაცია. 20.00-ზე ჩვენი ცენტრალური საინფორმაციო გამოშვება, “პირველები” რომლის დასრულებისთანავე 21.45-ზე დავიწყებთ დიანა ტრაპაიძის და ჩემს ახალ გადაცემას, სახელად “პოლიტიკური ამბები” და აქვე დავაანონსებ, რომ ჩვენი პირველი გადაცემის სტუმრები იქნებიან. 1. პარტია “ საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია, 2. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია, 3. არჩევნებზე მესამე ძალის სახელით გამოსული გრიგოლ და გიორგი ვაშაძეები. ძალიან საინტერესო საღამოს ეთერს გპირდებით. ერთად დავიწყოთ ტვ “პირველის” ახალი სიცოცხლე. გამიხარდება წარმატებებს თუ გვისურვებთ. მოკლედ, ჩვენ ვიწყებთ”, – წერს ინგა გრიგოლია.







0
1419
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1419