x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
დღეიდან სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’- ში სასკოლო ნივთების გამოფენა - გაყიდვა გაიმართება
image


3 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’- ში სასკოლო ნივთების გამოფენა - გაყიდვა გაიმართება. ღონისძიების სტუმრებს შეეძლებათ სპეციალური ფასდაკლებით შეიძინონ ყველანაირი საკანცელარიო ნივთი, ჩანთა, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა და სხვა. გარდა ამისა, პატარებისათვის მოეწყობა სხვადასხვა საინტერესო აქტივობები. მისამართი: ცოტნე დადიანის N7, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი “ქარვასლა’’


image


მა­რი­ამ მა­ხა­რა­ძე - „ქარ­ვას­ლის“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი:



სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლაში” სასკოლო ბაზრობა ყოველ წლის სექტემბრის დასაწყისში ტარდება. ამ დროს ბავშვები ემზადებიან სკოლაში წასასვლელად. პანდემიის პერიოდმა შეგვზღუდა გასართობი ღონისძიებების მოწყობის კუთხით, თუმცა ღონისძიების სტუმრებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა სასკოლო და საკანცელარიო ნივთები, ჩანთები და კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა შეიძინონ დიდი ფასდაკლებებით.


image

0
24
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0