x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
12 საათში 3 მლნ.ნახვა "აბბა"-მ 40 წლიანი პაუზის შემდეგ ახალი სიმღერები ჩაწერა(ვიდეოები)
imageლეგენდარულმა შვედურმა პოპ ჯგუფმა ABBA– მ გამოუშვა ორი ახალი სიმღერა პირველად ბოლო 40 წლის განმავლობაში. მუსიკოსებმა ინტერნეტში წარმოადგინეს საფორტეპიანო ბალადა სახელწოდებით 'I Still Have Faith in You'(მე ჯერ კიდევ მჯერა შენი), რომელსაც თან ახლავს ვიდეოკლიპი, სადაც ახალ სიმღერაზე ABBA– ძველი კადრებია გამოყენებული.



შვედური პოპ კვარტეტის ახალი ალბომი, "Abba Voyage", გამოვა 5 ნოემბერს, რასაც მოჰყვება "ჰოლოგრაფიული ტური" ანუ სოლისტების ვირტუალური გამოსახულებებით, რომლებსაც აკომპანირებას გაიწევს ნამდვილი 10-კაციანი ჯგუფი.


მეორე სიმღერას, რომელიც ჯგუფმა საზოგადოებას წარუდგინა ჰქვია "Don't Shut Me Down". ორივე სიმღერის პრემიერა იუტუბზე გუშინ 2 სექტემებერს შედგა.ABBA– ს ახალ ალბომში ათი სიმღერა იქნება.


ABBA– ს მუსიკოსებმა განაცხადეს, რომ მათ ახალი კომპოზიციების ჩაწერა მაშინ გადაწყვიტეს, როდესაც ისინი სცენაზე მუშაობდნენ.



"თავდაპირველად ჩვენ გვქონდა მხოლოდ ორი სიმღერა, მაგრამ შემდეგ ვიფიქრეთ, რომ შეიძლება ღირდეს კიდევ რამდენიმე სიმღერის ჩაწერა", - ამბობს ბენი ანდერსონი. ის ახალ ალბომს ასე აღწერს: "მე ვფიქრობ, რომ ის საკმაოდ კარგია. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენს ასაკში შეგვეძლო."

image

ABBA- ს "ვირტუალური ტური", სახელწოდებით "Abba Voyage", დაიწყება მომავალი წლის 27 მაისს. კონცერეტი გაიმართება ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში სპეციალურად შექმნილ დარბაზში, კონცერტები დაგეგმილია კვირაში ექვსი დღის განმავლობაში.


მომღერლების ავატარები (არაფორმალურად ცნობილია როგორც „აბატარები“) შემუშავებულია კომპანია Industrial Light and Magic-ში, ჰოლივუდის ვიზუალური ეფექტების წამყვანი სპეციალისტის.ამერიკელი კინემატოგრაფისტის ედვარდ ლუკასის მიერ.

image




0
360
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0