x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ჰოლივუდის ქალღმერთების კაბებს ვინ ქმნიდა იცით?
ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა.



image


კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.



კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.




კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.



თუმცაღა, კინოს გადასაღები ტექნიკის განვითარებისა და კინემატოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა რეჟისორული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. (რეჟისორი- ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწერს ფილმის დრამატულ, რითმულსა და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას).





წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა თუ სცენარმა. და, რომ არა შესაბამისი, ცნობილი მოდისა და დიზაინის სახლები, ჩვენი კუმირი მსახიობები ასეთი შთამბეჭდავები ვერ იქნებოდნენ.



ედიტ ჰედი არის ლეგენდარული ქალი -მხატვარი, რომლის ესკიზები გამოიყენეს კინოში ყველაზე ხატოვანი კაბების შესაქმნელად. სწორედ ედიტმა შეიმუშავა კოსტიუმები ოდრი ჰეპბერნის, გრეის კელის და ელიზაბეტ ტეილორისთვის.



image


საერთოდ, ძნელი წარმოსადგენია ჰოლივუდის ოქროს ხანა ამ ქალის ნიჭის გარეშე. იმ დროის ბევრმა ფილმმა მას თავის წარმატებას ამ ქალის ნიჭის გამო უნდა უმადლოდეს. ის რეკორდსმენია, 8-ჯერ მიენიჭა ოსკარი საუკეთესო კოსტიუმებისთვის.



image



გთავაზობთ ედის ესკიზებს ცნობილი ფილმებიდან



1. ჰედი ლამარის ესკიზი ფილლმში "სამსონი და დალილა" - 1949 წელი. imageimageimage




2. ელიზაბეტ ტეილორის ესკიზი ფილმში "ადგილი მზის ქვეშ" - 1951 წელი. imageimage




3. გრეის კელის ესკიზი ფილმში "ეზოში გამავალი ფანჯარა".- 1954 წელი.

imageimage




4. ოდრი ჰეპბერნის ესკიზი ფილმში "საბრინა" - 1954 წელი.image





5. ოდრი ჰეპბერნის ესკიზი ფილმში "რომაული არდადეგები" - 1954 წელი. imageimageimage



იხილეთ აგრეთვე:


ფილმები, რომელთა კოსტიუმებზე ცნობილი მოდის სახლები მუშაობდნენimage



0
135
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0