x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
უდანაშაულო კაცი 20 წელი იჯდა სიკვდილმისჯილების საკანში,მისი დაკარგული ცხოვრება მილიონად შეფასდა
image

პროკურატურას არ გააჩნდა არავითარი მტკიცებულება, რომ ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა. ერთადერთი, რასაც პროკურატურა ემყარებოდა, იყო სხვა ეჭვმიტანილის ჩვენება, რომელმაც გამოძიებასთან გარიგება დადო.


1988 წელს ოჰაიოს შტატში მოხდა გახმაურებული მკვლელობა. სულ სამი ეჭვმიტანილი იყო, რომელთა შორის იყო ჯო დ’ამბროსიო. ერთ-ერთმა მათგანმა, შედარებით მოკლე, 12 წლიანი ვადის სანაცვლოდ, გარიგება დადო პროკურატურასთან და ბრალი წაუყენა დ’ამბროსიოს, რომელსაც განაჩენი- სიკვდილი გამოუტანეს, რომელიც 20 წელი ელოდა სასჯელის აღსრულებას, მაგრამ ... სიკვდილი არ ეწერა.

image


2006 წელს დაიწყო დ’ამბროსიოს საქმის ხელახლა გადახედვა. შემოწმების დროს ბევრი დარღვევა გამოვლინდა.

მხოლოდ 2011 წელს, ჯოს ყველა ბრალდება მოუხსნეს და კიდევ ორწლიანი ლოდინის შემდგ, 2013 წელს გაათავისუფლეს. მიუხედავად ამისა, შტატის ხელისუფლება, რომელიც წარმოდგენილიიყო კაიჰოგას ოლქის პროკურორის მაიკლ ო’მალისსახით, 2021 წლამდე ამტკიცებდა, რომ მამაკაცს კანონიერად მიუსაჯეს სიკვდილი, წერს WJW. მაგრამ ისტორიას ბედნიერი დასასრული ჰქონდა.


ორშაბათს, 30 აგვისტოს, ოჰაიოს შტატის საკონტროლო საბჭომ უარყო ყველა წინააღმდეგობა და ხმა მისცა დ’ამბროსიოს კომპენსაციის სახით 1 მილიონი დოლარის გადახდაზე.

image

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეერთებულ შტატებში უდანაშაულო ადამიანებს სასამართლო ათწლეულობით პატიმრობაა უსჯის უდანაშაულო ადამიანებს.


მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ორი ძმა გაათავისუფლეს 30 წლიანი პატიმრობის შემდეგ, რომლებიც უდანაშაულონი აღმოჩდნენ . სახელმწიფომ მათ კომპენსაციის სახით 75 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა სახით, მაგრამ ეს მაინც ვერ დაუბრუნებს მათ ცხოვრების საუკეთესო წლებს.

0
428
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
428
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0