x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რატომ უნდა ივაჭროთ ონლაინ
ახალი არაა, რომ თანამედროვე ადამიანი დროის უდიდეს ნაწილს ეკრანის წინ ატარებს, იქნება ეს ტელეფონი, ტაბლეტი თუ კომპიუტერი. ხშირად საშოპინგოდაც არა მაღაზიებს, არამედ ინტერნეტს მივმართავთ. სურსათით დაწყებული, ორიგინალი ხელოვნების ნიმუშებით დასრულებული — ონლაინ ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი. უამრავ თანამედროვე კომპანიას უკვე აქვს ინტერნეტ-მაღაზიები და მათი რაოდენობა სულ უფრო იმატებს. ონლაინ ვაჭრობის წილი ყოველწლიურად იზრდება ეკონომიკის თითოეულ სფეროში. კომპიუტერის თუ ტელეფონის საშუალებით ონლაინ მაღაზიის სტუმრობა და ნივთის შეკვეთა ძალიან მარტივია. გთავაზობთ რვა მიზეზს, თუ რატომ უნდა ივაჭროთ ონლაინ:


ჩანთების ტარება რჩება წარსულში
ამ ეტაპზე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კვირიდან კვირამდე მომხმარებელი იმარაგებს დიდი დოზით პროდუქტს. აქედან გამომდინარე, მაღაზიაში მას უწევს ჩანთით/ჩანთებით სიარული და ეს კი არის საკმაოდ დიდი დისკომფორტი.


შოპინგობ როდესაც გცალია - 24/7
დღესდღეისობით არსებული გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს ფაქტობრივად აღარ რჩება დრო მაღაზიაში ვიზიტივსთვის. ზუსტად აღნიშნული განაპირობებს ონლაინ მარკეტის პოპულარიზაციას არსებულ რეალობაში.


თავიდან ვირიდებთ რიგებს
ზოგადად, რიგში დგომა პირადად ჩემთვის არის საკმაოდ არასასურველი მდგომარეობა და მომხმარებლის უმეტესობაც გრძნობს იგივეს. უფრო მეტიც, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ხალხმრავალ ადგილს ყველა ერიდება და ზუსტად აქ შემოდის ონლაინ მაღაზია თავისი უპირატესობით.

შოპინგობ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში
ონლაინ შოპინგი ქმნის შესაძლებლობას, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ივაჭრო შენთვის სასურველ მაღაზიაში.

ამოწმებ მიმოხილვებს სხვადასხვა ინტერნეტ წყაროს მეშვეობით
ონლაინ შპინგი შესაძლებლობას გაძლევს ყიდვამდე შეადარო პროდუქცია, მოიკვლიო მისი მინუსები და პლიუსები, გაიზიარო ხალხის გამოცდილება და ზოგადად, ძალიან ბევრჯერ გაზომო და მხოლოდ ერთხელ გაჭრა.

ფულის დაზოგვა (ხშირი აქციები ონლაინ მაღაზიებში)
ონლაინ შოპინგის წახალისების მიზნით, ბიზნესი ხშირად გეგმავს სხვადასხვა საინტერესო აქციას, რის მეშვეობითად მომხმარებელს აქვს შანსი დაზოგოს ფინანსები.

პროდუქციის გაფილტვრის საშუალება
ნივთების ფასის ზრდის მიხედვით დალაგება ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ფუნქციაა ბიუჯეტურად შოპინგის დროს. ასევე, თუ შავი რაღაც გჭირდება, ძალიან მარტივად შეგიძლია მხოლოდ შავი ნივთები ნახო ან ფერების მიხედვით დაალაგო. ზომის მიხედვით დაწყობაც არაა პრობლემა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბევრად მარტივია ნახო ის, რაც გინდა და რა ფასშიც გინდა.

შეკვეთის გაგზავნა მეგობრისთვის/ოჯახის წევრისთვის ნებისმიერ ადგილას
ონლაინ შოპინგი გაძლევს შესაძლებლობას, რომ შეუკვეთო ნივთი და მიუთითო ნებისმიერი მისამართი.


ზემოთ მოცემული მიზეზებით გამო მომხმარებელს უჩნდება მოთხოვნილება ონლაინ ვაჭრობის, მაგრამ ამ მოთხოვნილების სტიმულაციის მიზნით საჭიროა ინტერნეტ-ლოიალურობის მოპოვება, რაზეც შემდეგ სტატიაში ვისაუბრებ.

0
5
1-ს მოსწონს
ავტორი:ი. ხირსელი
ი. ხირსელი
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0