x
მეტი
  • 18.10.2021
  • სტატია:115070
  • ვიდეო:354145
  • სურათი:488934
11 ფაქტი, რომელიც ისტორიაზე შეხედულებას შეგიცვლით
image


ტერმინი "ნაცისტი" წარმოიშვა როგორც შეურაცხყოფა - იგულისხმება უმეცარი გლეხი და გამოიყენებოდა ადოლფ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე. როგორც ტელეგრაფის მიმომხილველი განმარტავს, ეს იყო "იგნატიუსის შემოკლებული ვერსია, საერთო სახელი ბავარიაში, ტერიტორია, საიდანაც ნაცისტები წარმოიშვნენ. ოპონენტებმა შეამცირეს პარტიის სახელწოდება Nationalsozialistische Deutsche Arbeiterpartei, დამამცირებელ "ნაცისტად".





image


ისტორიის მრავალი უდიდესი კატასტროფა გამოწვეულია ძილის ნაკლებობით. ექსონ ვალდეზის ნავთობის დაღვრა, ჩელენჯერის აფეთქება, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქება - გამოწვეული იყო იმ მამაკაცების გადაღლილობით და ძილის ნაკლებობით, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ასეთი კატასტროფების თავიდან აცილებაზე.






image


სკოლაში ნამდვილად არ უსწავლებიათ ის, რომ აბრაამ ლინკოლნი, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ჩემპიონი მოჭიდავე იყო, მონაწილეობდა დაახლოებით 300 მატჩში და ძლიერი მებრძოლის რეპუტაცია ჰქონდა.





image


ჯონ ჯეიმს აუდუბონის ფრინველთა ნახატები იმდენად განსაცვიფრებელია, ბევრი იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ ასეთი დეტალების მისაღებად, მხატვარი ხშირად კლავდა თავის სუბიექტებს. იგი ახლად მოკლულ ფრინველებს აყენებდა აქტიურ პოზაში, რათა შესძლებოდა რეალისტური ნახატის შექმნა იმაზე ფიქრის გარეშე, რომ ისინი გაფრინდებოდნენ.





image


რომის პაპი გრიგოლ IV კატების მიმართ სასტიკი სიძულვილით გამოირჩეოდა. მე -13 საუკუნის პაპმა განაცხადა, რომ შავი კატები სატანის იარაღები იყვნენ და ბრძანა დაეხოცათ ისინი მთელ ევროპაში. მისმა მიმდევრებმა შეასრულეს ბრძანება და გაანადგურეს მათი დიდი რაოდენობა.

შედეგად მოხდა ის, რომ კატების შემცირებამ, ჭირის გადამტანი ვირთხების პოპულაციის ზრდა გამოიწვია. ეს მხოლოდ ერთ-ერთი საინტერესო ისტორიული ფაქტია, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა.





image


აქამდე ვფიქრობდით, რომ კოსმოსური მოგზაურობა თანამედროვე კონცეფცია იყო, მაგრამ გამოდის, რომ ინგლისელი ღვთისმეტყველი ჯონ ვილკინსი იდეას ახორციელებდა 1600-იან წლებში. თავის წიგნებში მან ივარაუდა, რომ "მფრინავ ეტლებს" შეეძლოთ ადამიანები მთვარეზე გაეყვანათ, რომელიც მიაჩნდა, რომ სხვა არსებებით იყო დასახლებული. მას სჯეროდა, რომ ასტრონავტებს არ სჭირდებოდათ სპეციალური აღჭურვილობა სუნთქვისათვის, რადგან ისინი უბრალოდ შეეგუებოდნენ უფრო სუფთა ჰაერს ცაში.





image


ჟანა დარკი გახდა საფრანგეთის გმირი და წმინდანად შერაცხეს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისი მოკლედ შეჭრილი თმა გახდა სტილის ხატი.





image


მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცნობთ ადრეული დემოკრატიის ფემინისტურ გმირებს, სუფრაჟეტებს, და მათ ბრძოლას ხმის უფლების მისაღებად, ნაკლებად ცნობილია ქალების ბრძოლა მოწევის უფლებისათვის. 1929 წელს, ქალების ჯგუფი გამოვიდა ქუჩაში, ისინი ეწეოდნენ სიგარეტს და ატარებდნენ წარწერებს, რომ სიგარეტი იყო "თავისუფლების ჩირაღდანი".





image


ჩანგალი, პირველად შემოიღეს იტალიაში, მე -11 საუკუნეში. ამ სიახლემ შეაშფოთა რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელოვნური ხელების გამოყენება ღვთის შეურაცხყოფა იყო.





image


აქამდე მიგვაჩნდა, რომ ფაქსის აპარატები შედარებით თანამედროვე ტექნოლოგიებია, რომელთა აყვავების პერიოდი 1980-იანი წლებია. მაგრამ პოლ ტამბურო განმარტავს: "შოტლანდიელმა გამომგონებელმა ალექსანდრე ბეინმა გამოაქვეყნა პატენტი პირველი ფაქსის აპარატისთვის, რომელიც მაშინ ცნობილი იყო როგორც ფაქსიმილის მანქანა, 1843 წელს - იმავე დროს, როდესაც დაიწყო "დიდი მიგრაცია" ორეგონის ბილიკზე".





image


"დაე, მათ ნამცხვარი ჭამონ", ამ ციტატის ვერსია, თავდაპირველად, ჟან-ჟაკ რუსოს ავტობიოგრაფიიდან გახდა ცნობილი. ფრანგმა განმანათლებელმა მოიხსენია პრინცესა, რომელმაც თქვა ეს ფრაზა და რომელიც შემდეგ მიაკუთვნეს ანტუანეტას. მაგრამ იმ დროს, მარია ანტუანეტა სულ რაღაც 14 წლის იქნებოდა და ცხოვრობდა ავსტრიაში, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის იქნებოდა პრინცესა, რომელსაც რუსო მოიხსენიებდა.







ასევე დაგაინტერესებთ:


12 ისტორიული ფაქტი, რომელიც შესაძლოა არც იცოდეთ

image











0
438
შეფასება არ არის
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0