x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
66 წლის ასაკში მწერალი და დრამატურგი ზურა სამადაშვილი გარდაიცვალა
image
ზურაც წავიდა ძმებთან( Zura Samadashvili
***
სიკვდილის შემდეგ მე დავბრუნდები,
როგორც სიცოცხლის უკვდავი არსი,
ცოცხლებისათვის მიუწვდომელი,
აუხდენელი სიზმარის მსგავსი.
დედამიწაზე ეს ჩემი სული
უსხეულოდაც დაიწყებს წანწალს
და ყოველ ღამით მოიწვენს გვერდით
დროს - გაშიშვლებულ, სისხლიან წაწალს.
ზურა სამადაშვილი-წერს სოციალურ ქსელში ლიკა უჯმაჯურიძე.
image
66 წლისა გარდაიცვალა ზურა სამადაშვილი — ქართველი პროზაიკოსი და პოეტი, ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი "პოეზიარი ავტორთა წარმოჩენა" ავრცელებს და სამადაშვილის რამდენიმე ლექსს აზიარებს.
image

რა ჩემი საქმეა გროშისთვის ჩალიჩი,
ლექსსა ვწერ, კაცი ვარ ღმერთების
რჩეული, -
გავბრაზდი და თავქვეშ დავიგე ბალიში,
ფეხებთან დავისვი მუზების კრებული.
სხვა არც მსურს არავინ: ძმაკაცი, დაქალი,
ერთ ლექსში ეტევა სუყველას
ავ-კარგი,
ქვეყანა ინგრევა უაზრო ქაქანით,
მე ასეთ ცხოვრებას
კბილებში დავკარი.
მე ასეთ ცხოვრებას რიხით და ზანზარით
ვერ შევცვლი, კედელსაც
თავი რომ ვახალო,
გრიალებს ჟარგონო ბაზრის და ყაზარმის,
"იყიდე-გაყიდე" გაისმის სახალხოდ.
ზლაზვნით და ზრიალით, გრეხვით და რახრახით
მიდამოს მოედვნენ სლიპინა გველები,
დაგესლეს ველები
და გახდა მთავარი
ბინძური თვალები, ბინძური ხელები.
ბინძური ტყე-ველი, ბინძური მთა-ბარი,
სოფელი-ნაქარი,
ქალაქი-ნაბარი,
თუ კაცი არ არი სხვა კაცზე მაგარი,
ზედ თავზე ეღვრება ვიღაცის ნაბანი.
რა ჩემი საქმეა ფულისთვის ჩალიჩი,
ლექსსა ვწერ, ცხოვრებამ ვერ დამცა
თავზარი,
შორსა ვარ და თავქვეშ მიგია ბალიში
და თქვენი არ მესმის მე ბაზარ-ვაგზალი.
ეშმაკმა არ უწყის, გულში ვის რა უდევს,
სახლი მაქვს, კარი მაქვს,
სახლში მაქვს კალამი,
შორიდან როგორმე ყველაფერს გავუძლებ,
შორიდან სალამი ..
image

ზურა სამადაშვილი.
image
ზურაბ სამადაშვილი დაიბადა თბილისში, 1955 წლის 29 იანვარს.

1972 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე სკოლა და იმავდროულად მუსიკალური სასწავლებელი, ხოლო 1977 წელს — საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით.

მისი ლექსები პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „ნობათში“, 1983 წელს, ხოლო პროზაული დებიუტი შესდგა მოთხრობით „დუბლინელები“, 1986 წლის „მნათობის“ მე-7 ნომერში.

ზურაბ სამადაშვილი 2010-2012 წლებში იყო გალა (ლიტერატურული პრემია) ჟიურის წევრი.90-იან წლებიდან მოყოლებული გამოიცა მისი რამდენიმე წიგნი:"ორის ნახევარი" (ლექსები)"წრე" (მოთხრობები), "სველი აგური" (რომანი)"სველი აგური"(თრილერი) და სხვა.


აგრეთვე ავტორია რამდენიმე პიესის: "კარს იქით", "წრე", "ობლები" და სხვა.

თუ რამ გამოიწია მწერლის სიკვდილი, უცნობია.

0
337
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0