კინო ზორო 2021, 31 აგვისტო, 10:48 ![]() ახალი ფილმის სიუჟეტს საფუძვლად ჩვენთვის უკვე ნაცნობი ისტორია ედება. ფილმში ასახული იქნება კლასიკური ისტორია შავებში გამოწყობილ დაშნიან ადამიანზე ნიღბით, რომლის ისტორია და მოქმედება 1800-ანი წლების ნაცვლად განვითარდება მომავალში ესპანელების მიერ კონტროლირებად კალიფორნიის შტატში.
საიდუმლეობით მოცული ადამიანი მოირგებს ზოროს მანტიას და შეუდგება სამართლიანობისთვის ბრძოლას. ფილმის მოქმედება ვითარდება არა ისეთ პერიოდში სადაც ვიცით რომ კალიფორნია შტატების ნაწილია, არამედ ისეთში როდესაც კალიფორნია არასოდეს გამხდარა შეერთებული შტატების ნაწილი და პირიქით ის დარჩა ესპანეთის კონტროლის ქვეშ, რომელსაც ჰქვია „ახალი ესპანეთი“. ფილმი ასევე მოიცავს მონობის თემას და შეტაკებას კათოლიკე პურიტანელ ადამიანებს შორის, რომლებიც საუბრობდნენ ესპანურად და ინგლისურად.
ზოროს რებუტის გადაღება ჯერ კიდევ გამოცხადებული იყო 2015 წელს, რომლის სახელწოდება იყო „ზორო: ხელახლა დაბადება“, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ფილმისთვის მხოლოდ „Z” სახელწოდება მიეცათ. ასევე მწვავე დისკუსიები მიმდინარეობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ზორო უნდა ყოფილიყო ქალი და მსახიობიც კი შეარჩიეს - კირსი ქლემონსი, თუმცა ფანების და გამოკითხვის შედეგად ეს იდეა არ ამართლებდა და ამიტომაც გადაწყვიტეს ისევ მამაკაცი მსახიობი აეყვანათ. ზოროს როლზე დაამტკიცეს მსახიობი გაელ გარსია ბერნალი, თუმცა ქალი ზოროს პერსონაჟზე მაინც არ თქვეს უარი და ფილმში გვეყოლება ორი ზორო, როგორც მამაკაცის ისევე ქალის სახით, განსსვავება იქნება ის რომ ქალი ზოროს სახელი იქნება „ზიი“.
ფილმის რეჟისორად დანიშნული იქნა ჯონას ქუარონი, რომელიც არის ფილმ „Gravity“-ს სცენარისტი და “Desierto“-ს რეჟისორი.
ავტორი: ბესო ჭიკაიძე
შეგიძლიათ ნახოთ
113 შეფასება არ არის
|