x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"დავაი იდი ნა@@ი რა!" - ვის მიმართავს ბასილ კობახიძე

image


თეოლოგი და ყოფილი მღვდელი, ბასილ კობახიძე მარიამობის დღესასწაულზე ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის მიერ, ქადაგებისას გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას თავკვეთულას ბერი იოანეს ენით საჯაროდ მიმართავს: "მაშინ თავკვეთულას ბერი იოანეს ენით მივმართავ, ეგ ენა ესმით მაგათ: დავაი იდი ნახუი რა მეუფე იაკობ! მეუფე კი არა პირშისტი ხარ შენ!", – წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე თეოლოგი ბასილ კობახიძე. როგორც გუშინ, ქადაგებისას მეუფე იაკობმა ბრძანა, ადამიანს ვერ დააძალებ გააკეთოს ის, რაც არ სურს, ვინაიდან მისივე თქმით, ნებისმიერი ასეთი იძულება, სიკეთის მომტანი არ არის. ეპისკოპოსმა ქადაგებისას ასევე ორად გაყოფილ საზოგადოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოზიციების განსახვავებულობის მიუხედავად ერთმანეთი მაინც არ უნდა ვაკრიტიკოთ: "ვინც აიცრა, ის სხვას რომ ეჩხუბება რატომ არ იცრებიო, იმას რა აწუხებს, თვითონ ხომ აიცრა? - ვისაც არ უნდოდა, მაინც არ იცრება. ერთმანეთი ხომ არ უნდა დავჭამოთ? ჩემ მაგალითზე ვამოწმებ ანტისხეულებს სამ კვირაში, ან თვეში ერთხელ, 8 თვეა სტაბილურად იზრდება. ბევრად მეტი მაქვს, ვიდრე ორჯერ საუკეთესო ვაქცინით აცრილებს 70 დღეში რომ აქვთ. ვინც მოიხადა, ალბათ, სანამ ვაქცინაციას მოვრჩებით მილიონ ნახევარიც გავხდებით. დანარჩენებიც იცრებიან. ერთმანეთს ნუ გავაკრიტიკებთ. ნურაფერზე დავაძალებთ, იქნება ეს აცრა, თუ არაცრა. სამწუხაროდ, კონკრეტულ სამსახურებში მიდის იძულებაც, რომ აიცრან, თუ არადა მიდიან სამსახურებიდან. კორონავირუსთან ერთობლივი ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ადამიანი არ არის დამნაშავე, როდესაც არ არის დაავადებული. აცრილებს თუ მოხდილებს, რატომღაც გვეშინია იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ჯანსაღად არიან. ღმერთმა ჯანსაღად ამყოფოს ისინი. თვითონ მიიღონ გადაწვეტილება რაც უნდათ, თუ არადა, ნუ დავაძალებთ ერთმანეთს. გწამს? შენი არჩევანია, უფალთან შენ ხარ პასუხისმგებელი, სხვას სხვანაირად სწამს. ეს ისედაც გახლეჩილი საზოგადოება, კიდევ არ გავხლიჩოთ", - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა ქადაგებისას.





0
341
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
341