x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
"შემთხვევა სუპერმარკეტში": ვინ არის ქურდი?

image



შემთხვევა სუპერმარკეტში

ოჰაიოს შტატის ერთ მეჩხრად დასახლებულ სოფელში არის პატარა მაღაზია. ყველა მკვიდრი აქ ყიდულობს პროდუქტებს. მაღაზიაში ქურდობის მაჩვენებელი იყო 0, მაგრამ 6 თვის განმავლობაში დაფიქსირდა დანაშაულის 3 შემთხვევა. პირველი შემთხვევა დაბრალდა პერსონალს, მაგრამ როცა პროდუქტების დაკარგვის ფაქტი მეორედ და მესამედ დაფიქსირდა, მიხვდნენ, რომ საქმე ქურდობას ეხებოდა.

დეტექტივმა გამოარკვია, რომ ქურდობის 3 შემთხვევა ჩადენილია იანვარში, მარტსა და ივნისში. სათვალთვალო კამერების მიხედვით, 3 შემთხვევის დროს მაღაზიაში იმყოფებოდა 4 მომხმარებელი:

1.დონ ფრენკი- ხანდაზმული, პენსიონერი მამაკაცი, ასწავლიდა ცეკვას;

2.მეგი სტოუნი - თინეიჯერი გოგონა, რომელსაც უყვარდა სელფის გადაღება ახალი ბრეკეტებით;

3.ჯენსენ ფონკი - ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მუშაობს აიტ სფეროში;

4.ლედი სიბილი - ორსული ქალი, სავარაუდოდ, 6-7 თვისა.



image



ერთი შეხედვით, 4-ვეს ახასიათებს უცნაური თვისებები, რის გამოც მათზე ეჭვის მიტანა შეიძლება, მაგრამ დეტექტივმა ახსნა "პაზლი" და დამნაშავეც ცნობილი გახდა.

კითხვა: ვინაა ქურდი ამ 4 ადამიანიდან?

პასუხი იხილეთ ქვემოთ:

პასუხი:

ქურდია ლედი სიბილი. კერძოდ, სურათის მიხედვით, იანვარში იგი უკვე ფეხმძიმედ იყო, თან 6-7 თვის. მარტში თუ მან შეძლო მოზრდილი მუცლით სიარული, ივნისში, ეს შეუძლებელი იყო. შესაბამისად, დეტექტივმა დაადგინა, რომ ლედი სიბილის ორსულობა გამოგონილი იყო და ის მაღაზიას პერიოდულად ქურდავდა.

0
162
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0