x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილი ადამიანებისა და ისტორიული მოვლენების იშვიათი კადრები, რომლებიც ბევრ რამეზე აგიხელთ თვალს 
image

ცნობისმოყვარეობა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორია, ცნობისმოყვარეებს ყოველთვის გვაინტერესებს ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები, რომლებსაც სანამ არ ვიპოვით მანამ ვერ ვისვენებთ. დღევანდელ სტატიაში მსურს წარმოგიდგინოთ ცნობილი ადამიანების იშვიათი ფოტოები და უნიკალური ისტორიული კადრები, რომლებიც ცოტა ხნით წარსულში დაგაბრუნებთ და თქვენთვის ბევრ საინტერესო კითხვაზეც პასუხს გაპოვნინებთ.


image


მილუოლის საფეხბურთო კლუბის თილისმა ინგლისის თასის მილუოლი - ბირმინგემის მატჩის წინ გულშემატკივრებს ამხიარულებს, 1957 წლის 16 თებერვალი


imageimage


ჯილიან ანდერსონის ფოტოსესია ლიუსილ ბოლის (ამერიკელი მსახიობი, 50 - იანი წლების პოპულარული სერიალის "მე მიყვარს ლუსი"-ს ვარსკვლავი) იმიჯით "US Magazine"-ისთვის, 1999 წელი


image


Buick Streamliner, 1948 წელი


imageimage


სიგურნი უივერი და კატა პრომო ფოტოებზე ფილმისთვის "უცხო", 1979 წელი



image


ჯონ ლენონი შვილთან ჯულიანთან ერთად თავისი Rolls-Royce Phantom V - ის ფონზე, 1968 წელი. 1965 წლის 3 ივნისს ჯონ ლენონი უკვე საკუთარი Rolls-Royce Phantom V– ის საჭესთან იჯდა, რომლის რეგისტრაციის ნომერიც - FJB111C იყო. მანქანის ღირებულება 6 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. მომდევნო წელს ლენონმა მანქანაში ორ ადგილიანი საწოლიც განათავსა, რომელსაც ასევე ტელევიზორი, მაცივარი, ტელეფონი, ჩამწერი პლეერი დაამატა და მანქანის შუშებიც კი დაფერა, თუმცა ეს ყოველივე ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსისთვის საკმარისი არ იყო, სული ფრენას ითხოვდა. ლენონის თხოვნით, მანქანა ყვითელ ფერში გადაღებეს, რომლის სახურავზეც მან ზოდიაქოს ნიშანი დაახატა, გვერდებზე ყვავილები, ბორბლებზე კი, ნახატი, რომელიც კალეიდოსკოპის ეფექტს ჰქმნიდა.


image


გალიას ოქროს ბეჭედი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI-VII საუკუნე


image


ესპანელი მხატვარი სალვადორ დალი თავისი ცნობილი ნახატის "ომის სახის" შექმნისას, 1941 წელი


image


საჯარო დებატი მქადაგებელსა და ბრაზილიის ლგბტ ასოციაციის პრეზიდენტს შორის


imageimage


"Vanity Fair"– ში გამოქვეყნებული მადონას ფოტოები


imageimage


ცნობილი ამერიკელი მხატვრის ჯილ ელვგრენის მუზები, 1950 წელი


image


რონალდ რეიგანი და კონგრესმენ კურტ უელდონის ოჯახი, 1987 წელი


image


მუმიფიცირებული კატის თავი. 664-30 ძვ.წ. პტოლემეოსის პერიოდი


image


სოფი ლორენი, ამერიკელი ჯარისკაცებისთვის ბილიარდის თამაშის საოცარი უნარის დემონსტრირებას ახდენს, ლივორნო, 1954 წელი


image


შერილინ ფენი და კაილ მაკლაჰლენი, 1990 წელი



imageimage


ფაიფურისგან დამზადებული მე - 19 საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკული მინიატურული თოჯინა ლითონის კუბოში წარწერით: "ამდენს ნუ ლაპარაკობ". ამ ტიპის თოჯინებს "გაყინული შარლოტა" ერქვა და 1850 წლიდან 1920 წლამდე იწარმოებოდა. თოჯინის სახელი ამერიკული ხალხური ბალადიდან იქნა ნასესხები გოგონა შარლოტას შესახებ, რომელსაც ციგურებით სრიალისას ისე სურდა თავისი კაბის დემონსტრირება რომ ის უბრალოდ გაიყინა. თოჯინები ახალგაზრდა ქალბატონებისთვის ერთგვარ გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებდა პატივმოყვარეობის საფრთხეებისა და ასევე იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნლოვანია მშობლების მიერ მოცემული რჩევების გათვალისწინება.

image


ფიდელ კასტრო დიდი თეატრის მოცეკვავეებთან ერთად, მოსკოვი, 1963 წელი


image



გერმანელი ჯარისკაცები დაჭრილ ძაღლებს მკურნალობენ, 1918 წელი


image


"Petie"– ეს გერმანული ფირმის ფოტოკამერა ფერუმარილით, 1956 წელი



image


ჰიტლერის იშვიათი ფერადი ფოტო, რომელზეც მისი თვალის ფერიც კი ჩანს, თარიღი უცნობია


image

მე -19 საუკუნის შუა პერიოდის ფრანგული პისტოლეტი



image


1990 -იანი წლების სექს -სიმბოლო ანა ნიკოლ სმიტი



image


ხელის პროთეზი შესაცვლელი დანართებით. ინგლისი, მე -19 საუკუნის შუა პერიოდი











0
863
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
863