x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
10 ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელმაც კარიერა დაბალბიუჯეტიანი საშინელებათა ჟანრის ფილმებით დაიწყო

image


სანამ საქმეში რაიმე წარმატებას მიაღწევ, რაღაცით უნდა დაიწყო. რა თქმა უნდა, გზის დასაწყისში წარუმატებლობები გარდაუვალია, მაგრამ ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია თავის საქმეში, რაც არ უნდა მოხდეს, ის მაინც წინ წავა. თავადაც მოგეხსენებათ, რომ ჰოლივუდის ცნობილი სახეები ყოველთვის პოპულარულები და წარმატებულები არ იყვნენ, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ ბავშვობიან მოყოლებული დაბალბიუჯეტიან საშინელებათა ჟანრის ფილმებში თამაშობდა. ბევრ მათგანს კინოში დებიუტმა პირველი ცნობადობაც მოუტანა, ხოლო ზოგიერთი მხოლოდ რამდენიმე შესრულებული როლის შემდეგ შენიშნეს.




ლეონარდო დიკაპრიო ფილმში "კბილოსნები 3"


image


დიახ, მართალია პირველად ის სერიალ "სანტა ბარბარაში" გამოჩნდა, თუმცა ლეოს ფართო ეკრანებისკენ და ოსკარისკენ მიმავალი მტკივნეული გზა მაინც ცინგლიანი მოზარდის როლით იწყება.






ემი ადამსი ფილმში "ფსიქო პლაჟის ფართი"


image


ახლა ემი - უკვე ნამდვილი ვარსკვლავია, რომელიც თავისი მონაწილეობით ყველა ფილმს ანათებს და ათბობს, მაგრამ მაშინ ის მხოლოდ იმიტომ შეამჩიეს, რომ რაღაც მომენტში მარველ ენის როლის შემსრულებელი უბრალოდ ტრუსების გარეშე დარჩა.






ჯენიფერ ენისტონი ფილმში "ლეპრეკონი"


image


ეს იყო არა მხოლოდ საშინელებათა ფილმი, არამედ რომკომიც, რომელიც ახალგაზრდა და მომხიბლავი ჯენიფერისთვის ამოსავალ წერტილად იქცა.






ჯორჯ კლუნი ფილმში "დაბრუნება საშინელებათა სკოლაში"


image


ეს ფილმიც კი არ არის, ის უფრო კინოსურათია იმის შესახებ, თუ როგორ იღებდნენ საშინელებათა ჟანრის ფილმს, სადაც კლუნი მსახიობ ოლივერს განასახიერებს. ფილმის ერთ კონკრეტულ ეპიზოდში კლუნის პერსონაჟს ეკითხებიან "ოლივერ, გახდები ვარსკვლავი?" სპოილერი: ის გახდა!







ბრედ პიტი ფილმში "კლასის შემცირება"


image


სანამ ის თანამშრომლობას დევიდ ფინჩერთან, გაი რიჩთან და კინოს სხვა ოსტატებთან დაიწყებდა, ჰოლივუდის ვარსკვლავმა სლეშერის ჟანრში უფროსკლასელის როლი შეასრულა, რომელიც გოგონას გულის მოსაგებად საკუთარ მეგობარს ეპაექრება.





ტომ ჰენქსი ფილმში "მან იცის, რომ თქვენ მარტო ხართ"


image


სლეშერის ჟანრში შესრულებული ეპიზოდური როლიდან "ოსკარის" ხუთ ნომინაციამდე, რომელთაგან ორი ქანდაკების მიღებითა და სცენიდან სამადლობელი სიტყვით დასრულდა.



შარლიზ ტერონი ფილმში "სიმინდის ბავშვები III: ურბანული მოსავალი"


image


გაგიკვირდებათ და, მისი გვარი ტიტრებშიც კი არ იყო მოხსენიებული.




ჯონი დეპი ფილმში "საშინელება თელების ქუჩაზე"


image


ალბათ, ერთადერთი ღირსეული საშინელებათა ფილმი ამ სიაში, მაგრამ ჯონი მასში მხოლოდ იმიტომ იყო საჭირო, რომ ლეგენდარულ სცენაში ის სისხლის შადრევნად ქცეულიყო.





რენე ზელვეგერი ფილმში "ტეხასური ჟლეტა ხერხით: ახალი თაობა"


image


ახალგაზრდა და მომხიბლავი რენე ქალბატონს განასახიერებს, რომელიც მკვლელს არ ნებდება და შეძლებისდაგვარად ყველანაირად ეწინააღმდეგება, ჰო, და კიდევ საკმაოდ სწრაფადაც დარბის.




მეთიუ მაკკონაჰი ფილმში "ტეხასური ჟლეტა ხერხით: ახალი თაობა"


image


ფილმის რეიტინგი IMDb - ზე - 3.20 -ია, და ამხელა შეფასება რეჟისორ კიმ ჰენკელის 1994 წელს გადაღებულმა ფილმმა ისიც მხოლოდ იმისთვის დაიმსახურა, რომ მასში მაკკონაჰიმ მკვლელის როლი მართლაც რომ შესანიშნავად განასახიერა, რამაც ჰენკელის ნამუშევარს განსაკუთრებული ღირებულება შესძინა.






0
762
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
762