x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დაღუპული ადამიანების 99% აუცრელია.ვისაც არ სჯერავს ვეპატიჟები ჩვენი რეანიმაციების შემოვლებზე

image

1. კოვიდის ვაქცინები როგორც ახალი ისე ძველი ტექნოლოგიებით დამზადებულნი წინასწარი კვლევებით, თეორიული ანალიზით და პრაქტიკული ექსპერიმენტებით არ იწვევენ ADE (ანტისხეულებით განპირობებულ დაავადების გაძლიერების) რეაქციას.
2. დღემდე არცერთი შემთხვევა არაა აღწერილი 2 მილიარდი დოზის და 2 ახალი ვარიანტის გამოჩენის მერე. ამას უყურებს WHO, ევროპის წამლის სააგენტო, ამერიკისა და ევროპის ინფექციური დაავადებების საზოგადოებები სხვა ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებს თავი რომ დავანებოთ.
3. სანამ ანტივაქსერები ამ თეორიულ საკითხს ეჭიდებიან, ვიმეორებ თეორიულს რომელიც იყო გათვალისწინებული, გამოცდილი და დღემდე დაკვირვებაშია, დაღუპული ადამიანების 99% აუცრელია.
4. ვისაც არ სჯერავს ვეპატიჟები ჩვენი რეანიმაციების შემოვლებზე.
5. აუცრელები იყენებენ დღეს ჰოსპიტალური რესურსის 99%-ს და შესაბამისად ვინც აიცრა და აქვს სხვა პრობლემა (გულსისხლძარღვთა, ქირურგიული, ა.შ) უკავებენ ადგილს, სამედიცინო პერსონალსა და მკურნალობას. ეს ხალხი იღუპება და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ არავაქცინირებულებმა მაშინ.
6. ანტი ვაქსერებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: არაკომპეტენტური ინფორმაციის გავრცელების და პროპაგანდის მაგივრად გამოიჩინონ საზოგადო პასუხისმგებლობა და მაშინ შემოგვიერთდნენ მოხალისეებად თავისნაირი იდეური და პრინციპული ანტივაქსერების რეანიმაციებში დამხმარე მოხალისეებად. წინა მოწოდებაზე ერთიც არ გამომხმაურებიხართ, აი არც ერთი!
7. სამედიცინო პესონალმა აქეთ ვიომოთ და იქიდან თქვენ თეორიული ჰიპოთეზების ქადაგებით სეირს უყურებდეთ უკვე აღარ გამოვა.
პირდაპირ გეკითხებით როცა დადგება არჩევანი და უკვე ძალიან ახლოსაა როგორ განვასხვაო და პირველი ვინ დავსვა ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე: ა) ადამიანი რომელმაც არ გამოიყენა ვაქცინა და მისი 99%-იანი შანსი არ მოხვედრილიყო კოვიდით რეანიმაციაში, თუ ბ) აცრილი რომელიც მწვავე გულის უკმარისობითაა შემოსული და აპარატი მისთვის აღარ მაქვს.
თქვენი არჩევანის თავისუფლება, სხვისი ჯამრთელობის ფასი რატომ უნდა ღირდეს?
P.S აქ კაკუნს და თეორიულ წიაღსვლებს ნუ შემომთავაზებთ, გელით ხალათით, ნიღბით, ხელთათმანებით და დაღლილი სამედიცინო პერსონალით ისევ თქვენივე რწმენის და კრიტიკულად მძიმედ დაავადებული ადამიანების რეანიმაციებში დასახმარებლად--წერს სოციალურ ქსელში “ევექსი ჰოსპიტლების” კლინიკური დირექტორი, გრიგოლ ხურციძე
0
112
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0