x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134417
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
Რა უაზროდ ვეხეთქები კედლებს.ვემზადები.უნდა გაგაცილო. Ამ მარიამობა დღეს ღვთისმშობელს უნდა ჩაგაბარო.

imageᲠა უაზროდ ვეხეთქები კედლებს.ვემზადები.უნდა გაგაცილო. Ამ მარიამობა დღეს ღვთისმშობელს უნდა ჩაგაბარო. Შეგეწევა, დაგიფარავს, შენს სულს გაანათლებს... Გალამაზება და გამოწყობა არაო. Ზმეიკიან ცელოფანს არ შეეხოთო. Იყოს ასე. Რადგან უფალმა ინება, იყოს ნება ღვთისა. Აწეწილი თმებიც მოგიხდება. Შენი ბზიალა, კულულებად დაყრილი შავი თმები... Დახეული ფილტვები და გაგლეჯილი გული არ ვიცი... Შენს გულს ჩემს გულზე უარესი რა დაემართა?!. Სასაფლაოზე მაინც უნდა შევძლო მოსვლა. Კი ვერაფერს გაგიკეთებ მაგრამ გაგაცილებ. Რამდენი გეგმები გვქონდა?!. Მერაბი ოთახიდან ოთახში დადის და იცრემლება. Ხანდახან ტირილით იტყვის_ "ხაჭაპური ცოლიდა". Ხო ხვდები?!. Ყველზე შეუგუებელი ის იქნება რომ აღარ დარეკავ და შუაღამემდე ან სულაც გამთენიამდე ვეღარ ილაპარაკებთ... Ისედაც რამდენი ხანია აღარ დაგირეკია?!. Ბოლოს ტელეფონი რომ გაგივარდა ხელიდან, იმის მერე შენი ხმა არ გამიგონია...ხოოო, ვარდისფერი პომადები დაგიგროვე. Აღარ გჭირდება. Ორმოცამდე მექნება. Მერე ლამაზ გოგოებს ვაჩუქებ შენს სახელზე... Გაიპრანჭებიან...
image




Დიდოსტატის მარჯვენას ვკითხულობდი. Რაღაც უნდა დამეწერა ქართულის წრისთვის. Მახსოვს ვფიქრობდი ნეტა როგორი იყო შორენა. Ჩემს წინ იჯდა და რაღაცას აკეთებდა. Უნებურად გავხედე. Დავაკვირდი... Იმ მომენტში აღმოვაჩინე რომ აბსოლუტურად სრულყოფილი სილამაზის და მყავდა... Მერე მალე გათხოვდა... Ხვალ უნდა დავმარხო.ელვარე და Წუანე_ წუანე თვალებიანი გოგო "ზმეიკიან ცელოფანში შეფუთული" უნდა დავმარხო... Გესმით?!."-წერს სოციალურ ქსელში მანანა ახვლედიანი.

0
393
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0