x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სასაუზმოდ მარილიან ვაფლებს ვამზადებ: ისპანახით და ყველით
გემრიელი და სასარგებლო საუზმე დღის შესანიშნავი დასაწყისია. თუ ბანალური კვერცხი მოგბეზრდათ, ხოლო ფაფაზე შეხედვაც არ გინდათ, მაშინ ეს რეცეპტი სცადეთ.

image

ინგრედიენტები:

  • 2 კარტოფილი
  • 100 გრ ყველი „ფეტა“
  • 100 გრ ისპანახი
  • 5 გრ ახალი ოხრახუში
  • 50 მლ ზეითუნის ზეთი
  • 4 კვერცხი
  • 40 გრ მთელი ხორბლის ფქვილი
  • ½ ჩ/კ დაპრესილი საფუარი
  • ½ ჩ/კ მარილი
image


სუფრაზე გასატანად დაგჭირდებათ:

  • პომიდორები
  • შებოლილი ორაგული
ვაფლის ფორმის სილიკონის ფორმას ვიყენებ. თუ ასეთი არ გაქვთ, შეგიძლიათ პერგამენ გადაფარებულ საცხობ ფორმაზე ცომი სუფრის კოვზით მოათავსოთ. ამ შემთხვევაში უფრო ოლადების ფორმა ექნება და არა ვაფლის, მაგრამ გემო არ გაფუჭდება.


მომზადების პროცესი:

1. კარტოფილი გათალეთ და დიდ კუბებად დაჭერით.

image

2. კარტოფილი მდუღარე წყალში მოათავსეთ. კარტოფილი ყოველთვის ცხელ წყალს დაუმატეთ და არა ცივ წყალს - ასე ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეინარჩუნებთ. კარტოფილი 15 წუთით მოხარშეთ.

3. ოხრახუშს ღერო მოაჭერით. ოხრახუში და ისპანახი დააბლენდერეთ. მწვანე მასას მიიღებთ, რომელიც ვიტამინებსა და ფერზეა პასუხისმგებელი.

image

4. ხელით ყველი დაფშვენით.

image

5. მწვანილი, ცოტა ფქვილი, მარილი და საფუარი დაუმატეთ. კარტოფილიდან პიურე გააკეთეთ. ზეთი დაუმატეთ და დანარჩენ მასას აურიეთ, დანარჩენი ფქვილი დაუმატეთ. ნახევარი კვერცხი დაუმატეთ და ნელი მოძრაობით აურიეთ. დარჩენილი კვერცხი დაუმატეთ და ყველაფერი კარგად აურიეთ.

image

6. სილიკონის ფორმა ცომით აავსეთ, წინასწარ ცხიმი წაუსვით. ღუმელი 200 გრადუსამდე გაახურეთ და 20 წუთით აცხვეთ.

image

7. ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ მიღებული ვაფლი თეფშზე გადაიტანეთ.

image

8. მარილიანი ვაფლი სუფრაზე ისპანახთან და ფეტის ნაჭრებთან, ასევე შებოლილ ორაგულთან, ჩერის პომიდორთან და ცოტა ზეითუნის ზეთთან ერთად გაიტანეთ.

image


ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გადავაქციოთ მაკარონი კულინარიულ შედევრად: უჩვეულო კერძი ფარშის და ყველის შიგთავსით

image

ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ

image

წვეულებისთვის ყოველთვის სამეფო კერძს ვამზადებ: ფარშირებული ყაბაყი

image

ყველაზე სასარგებლო პური სხეულის ფორმებისთვის: მარცვლეულით და საფუარის გარეშე

image

როგორ მოვამზადოთ თევზის ღვეზელი

image

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
25