x
image
Yoona
10+ კინოშედევრი საღამოს საყურებლად, რომლის არჩევანშიც არ შეცდებით
თუ თქვენი ვახშამი ცივდება, სანამ საღამოს საყურებლად ფილმს არჩევთ, ეს სტატია თქვენთვისაა.

image

ამ სიის თითოეული ფილმი, სერიალი და მულტფილმი ღირსეულად შერჩეულია, რომ თქვენი საღამო გაალამაზოს, როგორ განწყობაზეც არ უნდა იყოთ.


1. დადგმა (სერიალი, 2020-2021)

image


IMDb რეიტინგი – 8, 6

ჟანრი – დრამა, კომედია

დაუვიწყარი დუეტი – დევიდ ტენანტი და მაიკლ შინი კვლავ გაერთიანდნენ. სხვათა შორის, მსახიობები ამ საინტერესო პროექტში საკუთარ თავს თამაშობენ. ორი გულმხურვალე მეგობარი გადაწყვეტს სპექტალები ონლაინ ივარჯიშონ და ამაში მათ ოჯახის წევრები და კოლეგები ეხმარებიან (ხელს უშლიან).


2. პაიკის გაწირვა (ფილმი, 2014)

image

IMDb რეიტინგი – 7, 0

ჟანრი – თრილერი, დრამა, ბიოგრაფია, სპორტი

გაცხარებული ცივი ომის პერიოდში, რეიკიავიკში ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე 2 გამოჩენილი მოჭადრაკე, ბორის სპარსკი და ბობი ფიშერი საუკუნის მატჩისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან. თითოეულ მათგანს წაგების უფლება არ აქვს. ტურნირი წარმოუდგენლად დაძაბულ გარემოში მიმდინარეობს და გენიალური მოთამაშეები სპეციფიკური ხასიათის უპრეცედენტო ზეწოლას უმკლავდებიან.


3. ველინგტონური პარანორმალური ამბები (სერიალი, 2018-...)

image

IMDb რეიტინგი – 7, 6

ჟანრი – საშინელება, ფენტეზი, კომედია

პოლიციის ოფიცრები, მინოგი და ოლირი, სამსახურში ზებუნებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელები ხდებიან, მას შემდეგ, რაც ქუჩაში შეხვდნენ გოგონა–დემონს, რომელიც მოახლოებულ დასასრულს წინასწარმეტყველებს.


4. ნომადლენდი (ფილმი, 2020)

image

IMDb რეიტინგი – 7, 4

ჟანრი – დრამა

საოცარი, ნელი, თითქმის დოკუმენტური ისტორია ქალის შესახებ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქმარი დაკარგა. მას შემდეგ, რაც ქალაქის შემქმნელი საწარმო გაკოტრდა და მისი მშობლიური ქალაქი განადგურდა, მას რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს – მოგზაურობა ამერიკაში. ის სამუშაოს და გზაზე შემხვედრ ქალაქებში კომუნიკაციას ეძებს.


5. მა რეინი: ბლუზის დედა (ფილმი, 2020)

image

IMDb რეიტინგი – 7, 0

ჟანრი – ბიოგრაფია

ამ ფილმში თავისი ბოლო როლი შეასრულა ჩედვიკ ბოუზმანმა, რომელიც მაყურებლებისთვის ცნობილია ფილმიდან „შავი პანტერა“. 1927 წელს ბლუზის ლეგენდა, მა რეინი თავისი ჯგუფით ჩიკაგოში ახალი ალბომის ჩასაწერად ჩავიდა. ხმის ჩამწერმა სტუდიამ დივასთან არც თუ ისე სასიამოვნო სიურპრიზი მოამზადა: გენიალური დამწყები საყვირი ლევი მის სიმღერას სულ სხვა არანჟირებაში ხედავს. შემოქმედებითი პიროვნებები ბრძოლის ველზე გადიან და უცნობია, ვინ აღმოჩნდება გამარჯვებული.


6. 1987 (ფილმი, 2017)

image

IMDb რეიტინგი – 7, 8

ჟანრი – ისტორია, ბიოგრაფია, დრამა

1987 წლის 14 იანვარი სამხრეთ კორეისთვის მნიშვნელოვანი თარიღი ხდება. ამ დღეს სეულის უნივერსიტეტის სტუდენტი, პაკ ჩონ ჩხოლი იღუპება, რომელიც მოვლენების ჯაჭვს იწვევს, რომლის შედეგად სამყარო თავდაყირა დგება.


7. შირლი (ფილმი, 2020)

image

IMDb რეიტინგი – 6, 1

ჟანრი – თრილერი, დრამა, დეტექტივი, ბიოგრაფია

მე-20 საუკუნის მწერალი შირლი ჯექსონი, გოთიკური რომანის ავტორი „ჰილჰაუსის მოჩვენება“, ფილმის მთავარი გმირი ხდება. თავისი ახალი წიგნისთვის შთაგონების საძიებლად დაქორწინებულ წყვილს თავისთან იწვევს. მართალია, ახალგაზრდებს წარმოდგენა არ აქვთ, თუ რა მოუმზადა მათ შირლის დახვეწილმა გონებამ.


8. 85 წლის ზაფხული (ფილმი, 2020)

image

IMDb რეიტინგი – 6, 9

ჟანრი – დრამა

ნორმანდია, 1985 წელი. მთავარი გმირი 16 წლის ახალგაზრდა ბიჭი, ალექსია, რომელმაც სკოლა ახლახანს დაამთავრა. წინ მთელი ზაფხულია და მზიანი დღეებით ტკბობას მოუთმენლად ელის. თუმცა ბედმა მას 18 წლის ქარიზმატული დევიდ გორმანი შეახვედრა და უცნობია, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ მეგობრობამ. ფილმი დაფუძნებულია ეიდენ ჩემბერსის რომანს „იცეკვე ჩემს საფლავზე“.


9. ლეგენდა მგლებზე (ფილმი, 2020)

image

IMDb რეიტინგი – 8, 1

ჟანრი – ანიმაცია, ფენტეზი, სათავგადასავლო, საოჯახო

ანიმაციური ფილმი, რომელიც როგორც ბავშვებმა, ასევე უფროსებმა უნდა უყუროს. შუა საუკუნეებში ირლანდიის პატარა ქალაქის მახლობლად ტყეების აქტიურად გაჩეხვა დაიწყეს. გრანდიოზულ გეგმას იდუმალი მეთაურის ხელმძღვანელობით მგლების ხროვა ხელს უშლის. ინგლისელი მონადირის ქალიშვილი მამას მიჰყვება დასახმარებლად, რომელსაც ნებისმიერ ფასად ცხოველების მოშორება უბრძანეს. ვინ იფიქრებდა, რომ ეს ჯადოსნურ ლეგენდასთან პირისპირ შეხვედრას გამოიწვევდა.


10. საშობაო საჩუქარი ბობისგან (ფილმი, 2020)

image

IMDb რეიტინგი – 6, 4

ჟანრი – საოჯახო

ფილმის სიკველი „ქუჩის კატა სახელად ბობი“. მთავარ გმირს, ჯეიმსს, კატა ბობის ყოლამდე, შობა დიდად არ უყვარდა. მას შემდეგ, რაც მის ცხოვრებაში ფუმფულა მეგობარი შემოვიდა, ყველაფერი ერთი ჯადოსნური ჯოხის გაქნესავით შეიცვალა. ცხოვრებაში ხომ სასწაულები უნდა მოხდეს. შობა ამისთვის იდეალური დროა.


11. მწევარი (ფილმი, 2020)

image

IMDb რეიტინგი – 7, 0

ჟანრი – დრამა, კრიმინალი, დეტექტივი

მეორე მსოფლიო ომი, 1942 წლის ზამთარი. ჩრდილოეთ ატლანტიკაში საზღვაო კოლონა ტვირთით და მეომრებით აშშ–ს საჰაერო ძალების პატრულირებით ლივერპულის პორტში მიდის. ე.წ. შავი ხვრელის შესვლისას (ავიაციისთვის მიუწვდომელი სექტორი) კაპიტანის წინ, რომელსაც არასდროს უომია, რთული ამოცანა დგას – არა მხოლოდ სიცოცხლის, არამედ ტვირთის გადარჩენა.


12. რიფკინის ფესტივალი (ფილმი, 2020)

image

IMDb რეიტინგი – 6, 2

ჟანრი – კომედია

ცნობილი რეჟისორის ვუდი ალენის ფილმი. სიუჟეტი ვითარდება მორტა რიფკინის, ნიუ–იორკელი კინოკრიტიკოსის გარშემო, რომელიც მზიან ესპანეთში კინოფესტივალზე ჩადის. ის გადაწყვეტს თან წაიყვანოს ახალგაზრდა ლამაზი ცოლი და ეს საბედისწერო ქმედება ხდება.


ასევე დაგაინტერესებთ:

ექსპერტებმა ჩვენი დროის ყველაზე საშინელი ფილმები აარჩიეს. სიბნელეში არ უყუროთ

image

10 ძლიერი ფილმი, რომელიც მეტყველების უნარს დაგაკარგვინებთ

image

14 ფილმი, რომელთა შექმნისთვის ფული დაზოგეს, მაგრამ მათ ნამდვილი ფურორი მოახდინეს

image

10 ფსიქოლოგიური ფილმი, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ნამდვილი საშინელება ხდება

image

ჟურნალმა Time 2020 წლის 10 საუკეთესო სერიალი შეარჩია

image

0
689
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
689